საზარელი მკვლელობა მცხეთაში- ახალგაზრდა კაცმა მამას და ბაბუას ყელი გამოჭრა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი, შესაძლოა, სექსუალური ძალადობა იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წლების განმავლობაში საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა, ციხიდან ახლადგამოსულმა შვილიშვილმა კი ამ ფორმით შური იძია.
მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წარსულში, მკვლელობისთვის არის ნასამართლევი და ის ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.
შეგახსენებთ, მცხეთაში 28 წლის მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მამას და ბაბუას ყელი მძინარეს გამოჭრა.
წყარო: რუსთავი 2
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
