ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით 8 მარტს, 12 საათზე, მესხიშვილის თეატრის წინ, უკრაინელი ქალების და ბავშვების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
ქუთაისში, "კლინიკა - ლჯ"-ის და "ლჯ და კომპანიის" მედ-პერსონალის ინიციატივით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში - "გაეცი სისხლი უკრაინელი ხალხისთვის" 150-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
ქუთაისში ოლიმპიური სპორტის მესვეურებმა, სპორტულმა საზოგადოებამ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობით დიდი პატივით მოიგონეს მძიმეწონოსანი ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული დავით ხახალეიშვილი და მისი დაბადების დღის აღსანიშნავად მიხეილ ჟორჟოლიანის ავტორობით გამოცემული წიგნის “დიდი კაცი“ პრეზენტაცია გაიმართა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს.
დღეს, ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია საღამოს შვიდ საათზე გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდანვე, აქტიურ კომუნიკაციაშია იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
