ზვიად შალამბერიძე პატრიარქს აღსაყდრების 43-ე წლისთავს ულოცავს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 43-ე წლისთავს ულოცავს.
როგორც ზვიად შალამბერიძე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში აღნიშნავს, პატრიარქის წინამძღოლობით ბევრი ადამიანი გამყარდა რწმენაში, მრავალი ეკლესია-მონასტერი აღდგა, ბევრს კი პატრიარქის სიტყვამ ცხოვრების აზრი და მიზანი მისცა.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 43-ე წლისთავს, ვულოცავ მის სულიერ შვილებს, მთელ საქართველოს, რომელსაც მფარველობს უნეტარესი იმ „უღმერთო“, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან და რომელსაც აძლიერებს უკვე ამდენი წელია, საკუთარი სიმტკიცით, რწმენით, ლოცვით და მოთმინებით.
მრავალი ეკლესია-მონასტერი აღდგა და აშენდა მისი წინამძღოლობით ამ წლებში, ბევრი ადამიანი გამყარდა რწმენაში, ბევრს მისცა პატრიარქის სიტყვამ ცხოვრების აზრი და მიზანი, ბევრი რთული პერიოდი გავიარეთ მისი იმედით. კიდევ მრავალი წელი არ მოშლოდეს საქართველოს მისი ლოცვა-კურთხევა, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ პატრიარქს ჩვენ საიმედოდ“, - აღნიშნულია სახელმწიფო რწმუნებულის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში.
ცნობისთვის, 25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
