აზერბაიჯანელმა უდინებმა ქრისტეშობა უძველესი ტრადიციის მიხედვით აღნიშნეს
რუსეთის (დსთ-ის) ტელეკომპანია «Мир-24»-ის ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნოსის - უდინების მიერ მართლმადიდებლური ქრისტეშობის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ. მისი ტექსტური ვარიანტი გამოქვეყნებულია ტელეარხის ვებ-საიტზე სათაურით „აზერბაიჯანელმა უდინებმა ქრისტეშობა უძველესი ტრადიციის მიხედვით აღნიშნეს“ (ავტორი - ქიამრან ჰუსეინოვი).
„აზერბაიჯანში ქრისტეშობის დღესასწაული ალბანურ-უდინურმა მრევლმაც აღნიშნა. უდინები ის ხალხია, რომლებც კავკასიაში ერთ-ერთმა პირველები ეზიარნენ ქრისტიანულ რწმენას. ჩვენი კორესპონდენტი ქიამრან ჰუსეინოვი გვიამბობს:
„გაბალის რაიონში სოფელ ნიჯში მდებარე „ჩოთარის“ ეკლესია 100 ადამიანს იტევს, მაგრამ დღევანდელ შობას ეკლესია უჩვეულოდ ცარიელია: კორონავირუსის გამო ლიტურგია გააუქმეს. მაგრამ ეკლესიაში შესვლა თითო-თითოდ შეიძლება - სალოცავად და სანთლის ასანთებად. ეს ტაძარი მე-18 საუკუნეში ააშენეს, აქ მკაცრად იცავენ ტრადიციებს, მათ შორის - წირვის ენასაც, რომელიც საუკენეების განმავლობაში არ იცვლება.
„ჩვენთან ღვთისმსახურება, ლიტურგია ჩვეულებრივად მიმდინარეობს, თუმცა ერთი სპეციფიკით - უდინურ ენაზე, რომელიც უძველესი ალბანური სადამწერლობო ენის პირდაპირ მემკვიდრეს წარმოადგენს“, - განმარტავს ალბანურ-უდინური ქრისტიანული მრევლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რაფიკ დანაკარი.
ნიჯში არის კიდევ ერთი მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ღვთისმშობელის - წმინდა მარიამის სახელს ატარებს და რომელიც ყველაზე მეტ მლოცველს იტევს. ტაძარი მე-9 საუკუნეშია აგებული და გასულ წელს შეაკეთეს. რესტავრირების ფინანსურ უზრუნველყოფაში დიდი წვლილი შეიტანა ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდმა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ღვთისმსახურება არც ამ ეკლესიაში არ ჩატარებულა. არადა, შეიძლებოდა გვენახა, თუ როგორ სრულდება ერთ-ერთი საინტერესო უდინური ტრადიციული რიტუალი.
„მრევლი ეკლესიის ტერიტორიაზე ხეებს რგავენ. რელიგიური დღესასწაულების დროს, მათ შორის შობის დღეს, უდინები ამ ხეების ქვეშ ღვთის სადიდებლად სუფრას შლიდნენ, ამზადებდნენ სხვადასხვა საშობაო საჭმელებს. წინ აღდგომაა, შესაძლოა ამ დროისათვის პანდემიამ უკან დაიხიოს და ჩვენ ამ ტრადიციას ისევ აღვადგენთ“, - ამბობს რაფიკ დანაკარი.
უდინთა სოფელში სულ ოთხი ეკლესიაა. მათგან ორი ჯერ კიდევ შესაკეთებელია და რესტავრაცია ჭირდება. გარდა ამისა, ნიჯში სამი სკოლაა, სადაც ასევე იცავენ ტრადიციებს და სწავლება ეროვნულ [უდინურ] ენაზე მიმდინარეობს.
„უდინების შესახებ ჰეროდოტი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში წერდა. უდინები ქრისტიანებად [კავკასიის] ალბანეთის მეფის ურნაირის მმართველობის დროს მოინათლნენ. მოგვიანებით მე-7 საუკუნეში, თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია არაბებმა დაიპყრეს და ამის გამო უდინთა უმრავლესობა გამუსლიმანდა. თუმცა ზოგიერთებმა შეძლეს და შეინარჩუნეს როგორც მშობლიური ენა, ასევე ქრისტიანული სარწმუნოებაც“, - განმარტავს ნიჯის სასოფლო ადმინისტრაციის წარმომადგენელი იბრაჰიმ მამედოვი.
საშობაო სუფრაზე ეროვნული კერძები მრავლად არის. მაგალითად, ფარშირებული ინდაური, ლობიოს ფლავი და სხვა. მათი დაგემოვნება სოფლის რესტორანშიც შეიძლება. თუმცა თვითონ მცხოვრებლები შობის დღესასწაულს, ტრადიციისამებრ, ოჯახურ წრეში აღნიშნავენ.
წყარო: https://mir24.tv/news/16442656/udiny-azerbaidzhana-otmetili-rozhdestvo-po-drevnim-obychayam
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"