October 27, 2025

“„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო 10 დღეში, დამოუკიდებელი მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო 10 დღეში, ადმინისტრაციული წესით მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს , 1 ჟურნალისტს კი მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო 1 წლის განმავლობაში, 25-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს მოქალაქეთა თავისუფალ შეკრებას და ლახავს მანიფესტაციის ფუნდამენტურ უფლებას, ბოლო 10 დღეში, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 1 ჟურნალისტს კი – მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ბოლო 1 წლის განმავლობაში, 25-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მკაცრად გმობს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მასობრივ დევნასა და დაკავებებს და აღნიშნულს მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებად, ასევე თავისუფალი სიტყვის ჩახშობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს.

 

დაკავებულთა შორის არიან: ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია. მოსამართლემ მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მან საპატიმრო უკვე დატოვა. ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი. 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, მან საპატიმრო უკვე დატოვა. ტელეკომპანია „ფორმულას“ სოციალური მედიის მენეჯერი, ცირა ჟვანია. მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჟურნალისტი ირაკლი წულაია. მოსამართლემ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი და ჟურნალისტი – ლიკა ბასილაია-შავგულიძე. მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტი და წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჟურნალისტი მაიკო ბოკერია. იგი 5 000-ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. მაიკო ბოკერია მეუღლესთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად დააკავეს. ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და რეჟისორი, გიორგი ლიფონავა. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მან იზოლატორი უკვე დატოვა. მწერალი, რედაქტორი და ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, ზვიად კვარაცხელია. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. კვარაცხელიამ იზოლატორი უკვე დატოვა. ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროების“ ოპერატორი, ნიკა პატარაია. მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ასევე, 24 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს. გათავისუფლებისას, მას უთხრეს, რომ იგი სხვა პირში აერიათ”.

წაკითხვა 122 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 27 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.