"წმინდა სინოდმა პატრიარქის განკვეთის საკითხი უნდა განიხილოს" - პეტრე ცაავა
წმინდა სინოდის სხდომაზე უნდა იყოს განხილული ჩემი უკანონოდ დასჯის საკითხი და აღდგენილი უნდა იყოს მიტროპოლიტი პეტრე, ასევე განხილული უნდა იყოს პატრიარქის განკვეთის საკითხი, – ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მღვდელმთავარმა, პეტრე ცაავამ „ტვ პირველს“ განუცხადა.
მისი თქმით, პატრიარქმა მას ეპისკოპოსის წოდება უკანონოდ ჩამოართვა.
„უწმინდური, სოდომიტი პატრიარქი უკვე გასულია რჯულის კანონის ჩარჩოებიდან და მიტროპოლიტი პეტრე რჩება რჯულის კანონის ჩარჩოებში და მას არ დაურღვევია. პირველ რიგში, უნდა იყოს განხილული ჩემი უკანონოდ დასჯის საკითხი და აღდგენილი უნდა იყოს მიტროპოლიტი პეტრე როგორც უსამართლოდ და უკანონოდ, უწმინდური პატრიარქის ბრძანებით დასჯილი. შემდეგ უნდა იქნეს პატრიარქის განკვეთის საკითხი აუცილებლად და არა გადაყენების. რამეთუ, შეუძლებელია როგორც ცრუ პატრიარქი, „კაგებეს“ მიერ დანიშნული, ამ მძიმე ცოდვის ქვეშ მართავდეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს. ეს არის ერის სირცხვილი.
მე მწამს, რომ ჩემი ღმერთი არის ჯვარცმული იესო ქრისტე, რომელმაც გოლგოთა გაიარა და ეს უსამართლო დევნა, ყვედრება და ჯვარცმა მიიღო სიმშვიდით. შევთხოვ უფალს, რომ ნებისმიერი უსამართლო გადაწყვეტილება და ნებისმიერი ღვთისგან დაშვებული განსაცდელი ჩემზე, მივიღო სიმშვიდით და ღვთისაგან მადლიერებით“,- განაცხადა პეტრე ცაავამ.
წმინდა სინოდის სხდომა 11 თებერვალს გაიმართება.
სიახლეები
- რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"
- სტრატეგიის ნაკლებობა თუ ლიდერების დეფიციტი - რატომ ვერ გადაიქცა რუსთაველის აქციები მთელი ქვეყნის პროტესტად
- "განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს" - ირაკლი კობახიძე
- "წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს" - მეუფე შიო
- პოლიციამ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა
