დღის წესრიგში დგას პატრიარქის ვაქცინაცია - ილია II-ის პირადი ექიმი წინაპირობებზე საუბრობს
კორონავირუსის წინააღმდეგ პატრიარქის ვაქცინირება დღის წესრიგში დგას, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამისი პროფილის ექიმებმა უნდა მიიღონ - ამის შესახებ ილია II-ის პირადმა ექიმმა შალვა პეტრიაშვილმა განაცხადა.
"დღის წესრიგში პატრიარქის ვაქცინაცია, რასაკვირველია, დგას. ის ჯანმრთელი ადამიანი არ არის, ბევრი პრობლემა აქვს, რომლის დროსაც ვაქცინის გაკეთება სასურველი არ არის.
ვაქცინაციის პროცესი მასზე დამოკიდებული არაა, ამას გადაწყვეტენ ისინი, ვინც მის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემას, შაქრიან დიაბეტს, ალერგიულ მომენტებს მეთვალყურეობენ. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, გაიკეთებს თუ არა პატრიარქი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას“, - გვითხრა შალვა პეტრიაშვილმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
