"არ მივიღოთ ის, რასაც გვკარნახობენ დემონები" - მეუფე შიო
„არ მივიღოთ ის, რასაც გვკარნახობენ დემონები, მათი ნება არ შევასრულოთ, შევებრძოლოთ და შევეწინააღმდეგოთ, თავი შევიკავოთ იმ ყველაფრისგან, რასაც ბოროტი სულები გვთავაზობენ“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, სულიწმინდის მადლი სიმდაბლესთან ერთად მოდის, არასოდეს უნდა დავეჭვდეთ უფლის სიყვარულსა და შეწევნაში.
მეუფე შიომ იოანე კიბისაღმწერელის კვირასთან დაკავშირებით იქადაგა და სახარებისეული იგავიც განმარტა.
"ყველა ებრაელმა იცოდა, რომ ადამიანის წინაშე დაჩოქება არ იყო მიღებული, ყველა ადამიანი თანაბარია ღვთის წინაშე და ამიტომ მაშინ ყველამ იცოდა, რომ დაჩოქება არანაირად არ იყო მიღებული. რადგან ეს მამა იჩოქებს, ე.ი. მან დაინახა უფალ იესო ქრისტეში ღვთაებრივი დიდი პატივი. გარდა ამისა, ეუბნება მაცხოვარს, რომ შეიწყალოს მისი ძე. შეწყალებაც არ არის ადამიანის თვისება, არამედ იგი მიმართავს, როგორც ღმერთს და ბოლოს საოცარია მისი პასუხიც: „მე კი მწამს, მაგრამ შეეწიე, უფალო, ჩემს ურწმუნოებას“. აი, აქაც მის ხასიათში დიდი სიმდაბლე გამოჩნდა, ამიტომაც უფალი პასუხობს, როგორც ყოველთვის. თქვენ იცით, რომ მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის მადლი სულისა წმინდისა", - თქვა მეუფე შიომ.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა
