იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ
იერუსალიმიდან საქათველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ და მას ეპარქიებში გაანაწილებენ.
ამ მიზნით ისრაელში სპეციალურად შემდგარი სამკაციანი დელეგაცია იმყოფება. სამების ლავრის კეთილმოწესე მამა იოანემ (მჭედლიშვილი) "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა, რომ ტაძარში ამ დროისთვის მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, რის შემდეგაც ჩატარდება საღვთო ლიტურგია.
„მთელი ღამის განმავლობაში ტარდებოდა ტაძრის დეზინფექცია. 23:00 საათისთვის ველოდებით ხალხს. რა თქმა უნდა, ყველას ვთხოვთ და მოვუწოდებთ, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან დისტანცია, ეს ყველაფერი ელემენტარულია, რითაც ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ეს ყველაფერი. სტიკერები პანდემიის დაწყებისთანავე დაეკრო და იმის მერე არის. მრევლშიც ჩამოყალიბდა კულტურა, რომ ერთმანეთს ვუფრთხილდებით, პირბადეს ატარებენ. გარეთ გახმოვანება ყოველთვის იყო სამების საკათედრო ტაძარში, დღესაც ისევ ისე იქნება", - განაცხადა მამა იოანემ.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე გახდა. წმინდა ცეცხლი საფლავზე ზუსტად 14:55 საათზე გადმოვიდა. საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.
ახალ კარიბჭიდან იერუსალიმის აღგომის ტაძარში პოლიცია და იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენლები მხოლოდ იმ პირებს უშვებდნენ, რომლებიც კორონავირუსზე არიან ვაქცინირებულნი. მათ, ვისაც არ აქვს კონავირუსის საწრინააღმდეგო აცრა გაკეთებული, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე მოუხდათ დარჩენა.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
