დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია, თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს - მეუფე იაკობი გახარიაზე
"ჩემთვის არა", - ასე პაუხობს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი, ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, რამდენად მოიაზრება ყოფილ პრემიერი, გიორგი გახარია მესამე ძალად.
როგორც მეუფე იაკობი ამბობს, გახარია "დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია" და არჩევნებში მხოლოდ 3-4%-ის აღებას შეძლებს.
"ჩემთვის არა, იცით ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ. ჩემთვის გახარია მესამე ძალად არ მოიაზრება. მითხარით, რა გააკეთა დადებითი? თქვენს ტელევიზიაზე (მთავარი არხი) ვიტყვი და "TV პირველზე", როდესაც მასზე რაღაც ვთქვი მე შემომიტიეთ. ვისკენ ხართ? რა ვთქვი ისეთი? ტყული ვთქვი რამე? არ ვიცი [გახარიას] თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს. რამდენ პროცენტს აიღებს? შეიძლება "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კონკურენტი გახდეს 3-4%-ის ფარგლებში. რა თქმა უნდა, დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია", - თქვა მეუფე იაკობმა.
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა