"ჩამოერთვათ ხარისხი მოძალადე ეპისკოპოსს და ბერ-დიაკვანს" - რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია
რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია გუშინ, 6 მაისს რუის-ურბნისის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებას განცხადებით ეხმაურება.
ასოციაცია საპატრიარქოს მოუწოდებს, რომ მოძალადე სასულიერო პირებს საეკლესიო ხარისხი ჩამოერთვათ.
"როგორც ცნობილია გუშინ, 6 მაისს რუის-ურბნისის ეპარქიაში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) და მისმა თანმხლებმა ბერ-დიაკვანმა ილიამ რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, იობის(აქიაშვილი) თანდასწრებით ფიზიკური დაზიანება მიაყენეს თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახურს და თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგს დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს.
გავრცელებული ინფორმაციით დეკანოზმა თეიმურაზმა ტვინის შერყევა მიიღო.
მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და სასულიერო ხარისხი ჩამოერთვათ მოძალადე ეპისკოპოსს და ბერ-დიაკვანს.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ მსგავსი შემთხვევა იშვიათობას არ წარმოადგენს და მიუთითებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არასწორ საკადრო პოლიტიკასა და ქართული ეკლესიის ღრმა კრიზისზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
