არ უნდა შეგეშინდეთ, სიკეთე მუდამ იმარჯვებს - პატრიარქი
მენელსაცხებლე დედათა კვირას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ემ მრევლს სიკეთეზე უქადაგა.
"დღეს არის მენელსაცხებლე დედების დღე. იმ დედებისა, რომელთაც არ შეეშინდათ იმ დროს, როცა ჯვარზე გააკრეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოციქულები დაიფანტნენ და მენელსაცხებლე დედები კი იდგნენ და დასტიროდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. მათთან ერთად იყო იოანე ღვთისმეტყველი.
დღეს მენელსაცხებლე დედებთან ერთად ვდღესასწაულობთ ნიკოდიმოსის ხსენებას, რომელმაც დაუთმო თავისი საფლავის ადგილი უფალს და ასევე - იოსებისას.ჩვენ აგრეთვე ვიხსენებთ დღეს თამარ მეფეს; იმდენად დიდი იყო და არის თამარ მეფის ღვაწლი, რომ მენელსაცხებლე დედებს ედრება.დღეს აგრეთვე არის ხსენება დავით წინასწარმეტყველისა. დავით წინასწარმტყველი გამეფდა 30 წლისა და იმეფა 40 წელი. მან მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო ხალხის სულიერ ამაღლებას.ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ძლიერდება ცოდვა, მაგრამ, ამავე დროს, ძლიერდება კეთილი საქემე და რწმენა. კეთილი გაიმარჯვებს, არ უნდა შეგეშინდეთ, სიკეთე მუდამ იმარჯვებს.ჯვარი გეწეროთ. მე ვლოცავ თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს; ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა.ჩვენთან არს ღმერთი!“, - ნათქვამია პატრიარქის ქადაგებაში.
სიახლეები
- რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"
- სტრატეგიის ნაკლებობა თუ ლიდერების დეფიციტი - რატომ ვერ გადაიქცა რუსთაველის აქციები მთელი ქვეყნის პროტესტად
- "განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს" - ირაკლი კობახიძე
- "წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს" - მეუფე შიო
- პოლიციამ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა
