ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილს უგზავნის
სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსი დამიანე და გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდნენ.
როგორც სასულიერო პირებმა გახელაძეების ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს.
"ზაზა გახელაძის ოჯახმა თხოვნით მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რათა პატრიარქს გაეწია შუამდგომლობა რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელთან ზაზასთან მიმართებაში. მისმა უწმინდესობამ გულთან მიიტანა ეს ამბავი და გადაწყდა, რომ პატრიარქის სახელით გაიგზავნება წერილი. წერილი უკვე მზად არის და გაიგზავნება რუსეთის პატრიარქისადმი და ეკლესიისადმი, რათა უკვე მათ თავის მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი. ზაზა დაკავებულია რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო მოსამსახურეების მიერ. ამის თაობაზე ჩვენ მოვუყვებით ოჯახს. ვერ ვიტყვით ამ თხოვნას, რა შედეგი მოჰყვება. ჩვენ დაველოდებით პასუხს და გახელაძის ოჯახის წევრები პირველები გაიგებენ ამ პასუხის შესახებ", – განაცხადა ზაზა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა მიუსაჯა.
სიახლეები
- "ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ვფიქრობ, ციხე არ ელით"
- "ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მეუფე შიო
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
