"მიბრძანდი გარეთ, არ მომწონხარ და არ მაქვს სურვილი" - საპატრიარქო ვიდეოს და განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას და ვიდეო ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც კიკეთში მომხდარ ფაქტს ასახავს.
"დღეს დილით, როდესაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გეგმავდა წირვის ჩასატარებლად კიკეთში წასვლას, სახლთან მას დახვდა გადამღები ჯგუფის ავტომანქანა, რომელსაც საგანგებოდ ჰქონდა ჩახერგილი ,,პარკინგიდან" გასასვლელი გზა. მათი თქმით, ისინი TV პირველის ჟურნალისტი და ოპერატორი იყვნენ.
რაიმე ინტერვიუ წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა, შესაბამისად, არ შედგა ჟურნალისტთან საუბარი. რამდენიმე მოთხოვნის შემდეგ ,,პარკინგიდან" გასასვლელი გზა გაათავისუფლეს, თუმცა ჟურნალისტისაგან კვლავ ისმოდა არაადეკვატური შეკითხვები სასულიერო პირის მიმართ.ინტერვიუზე უარის მიუხედავად, გადამღები ჯგუფის ავტომანქანა თბილისიდან კიკეთამდე გამოჰყვა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს და უკვე კიკეთში, ტაძარში ცდილობდა შეჰყოლოდა. ყოველივე ეს მსახურებისთვის ხელისშემშლელი იყო. საბოლოოდ, ღვთისმსახურება მაინც ჩატარდა, თუმცა - ერთი საათის დაგვიანებით.გვინდა, განვაცხადოთ, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არასდროს ერიდებოდა ჟურნალისტებთან ურთიერთობას სხვადასხვა ფორმატში, იქნება ეს ინტერვიუები, გადაცემებში მონაწილეობა თუ ბრიფინგები.მივმართავთ მედიიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით - TV პირველის ხელმძღვანელობას (სწორედ ამ ტელევიზიის თანამშრომლებად აცხადებდნენ თავს გადამღები ჯგუფის წევრები), უკანასკნელ პერიოდში თქვენი ტელეეთერებიდან მიმდინარეობს დაუფარავი ცილისმწამებლური კამპანია ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენს ურთიერთობებზე. სამწუხაროდ დღეს უკვე ხშირია შემთხვევები როდესაც ჟურნალისტები ცდილობენ, ინტერვიუს აღების საბაბით სასულიერო პირს დაბრკოლება შეუქმნან მსახურებაში და ტაძრის ტერიტორიაზე უნებართვოდ აწარმოონ გადაღება, მათი ქცევა ყოველგვარ ზღვარს სცდება, სწორედ ესეთი ქმედება განახორციელა დღეს ჯურნალისტმა (რომელიც, თავს თქვენს თანამშრომლად წარმოადგენდა). ზოგადად, სასულიერო პირებს აქვთ სპეციფიკური დღის წესრიგი და ამიტომ მიუღებელია, წინასწარი შეთანხმების, დაგეგმვის გარეშე ინტერვიუს სახელდახელოდ და ქუჩა-ქუჩა ჩაწერა.თუ მსგავსი პრეცედენტები განმეორდება და გაჩნდება საშიშროება ინტერვიუს აღების საბაბით მსახურების ჩაშლის ან სასულიერო პირების ერთგვარი ფსიქოლოგიური შევიწროებისა, უფლებას ვიტოვებთ, შევწყვიტოთ ურთიერთობა ყველა ასეთ ტელევიზიასთან.ვისურვებდით, გაითვალისწინოთ ყოველივე ეს, რათა ჩვენი ურთიერთობა მომავალში გახდეს გეგმაზომიერი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული.აქვე გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია დღეს დილით მომხდარი ფაქტი.ამასთან, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ბილწსიტყვაობისა და ჟურნალისტის მიმართ უხამსი კომენტარებისაგან" - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში