დღეიდან, პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო
დღეიდან, პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო. დიდმარხვასთან შედარებით ეს მარხვა მსუბუქია და თევზით არის ხსნილი (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა).
პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია და სულთმოფენობას უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. მარხვა კი სულთმოფენობიდან ერთ კვირაში იწყება. ამიტომ პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ყველაზე ცოტა 10 დღეა, ყველაზე ბევრი კი – ექვსი კვირა.
ქრისტეს მოწაფეთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს, წმინდა პეტრესა და პავლეს მიაგებს, სწორედ ამიტომ მათ “მოციქულთა თავნი“ ანუ მეთაურები ეწოდებათ. ისინი ერთდროულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.
სიახლეები
- ,,ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ ,,ჩერგოდ” მომგვევლინა"- ანა წითლიძე
- ფილიპინებში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა – გამოცხადდა ცუნამის გაფრთხილება
- სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია: ფაშინიანის პარტიამ წინასწარი მონაცემებით ხმების 49,81% მიიღო
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
