მეუფე სტეფანემ 8 დაპირისპირებული მღვდელი და მონაზონი ეკლესიიდან განკვეთა
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანმე მასთან დაპირისპირებული მღვლდები და მონაზვნები ეკლესიიდან განკვეთა.
ამის შესახებ მან ქადაგებისას, ამბიონიდან განაცხადა. მან განკვეთილ სასულიერო პირებს სამონაზვნო სამოსისა და ატრიბუტიკის ტარება აუკრძალა.
მიტროპოლიტმა სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილმა სასულიერო პირებმა სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დატოვონ.
"ბერ-დიაკონმა პეტრემ, ბერ-მონაზონმა ათინოგენემ, მონაზინმა დანიელმა, მონაზონმა ამბროსიმ (ხელაია), მონაზონმა ამბროსიმ (სხულუხია) მონაზონმა დავითმა (გვილავილაიამ) მონაზონმა ბასილმა (გვილავამ), მონაზონმა მარკოზმა (წულაიამ) აგრეთვე, გაგა ავალიანმა და ჯაბა ცერცვაძემ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა კანონიკური სასჯელების დაკისრებისა, არათუ შეწყვიტეს ანტიეკლესიური ქმედება, არამედ კიდევ უფრო მეტი თავხედობით და ზღვარგადასული უკეთურებით განაგრძნობენ ქმედებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მონასტული ცხოვრების წესს და საეკლესიო კანონებს. მათ არაერთხელ მოაწყვეს თავდასხმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტზე და სხვა სასულიერო პირებზე. აგრეთვე მუდმივ ტერორში ამყოფებენ ადგილობრივ მოსახლეობას".- თქვა მიტროპოლიტმა.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
