ცოდვებია ჩადენილი, არ მოგინანიებია და როგორ შევრიგდეთ? - მეუფე სპირიდონი სააკაშვილზე
როცა ასეთი საშინელი რაღაცები ხდებოდა, ამას უნდა სინანული, შვილო. ღმერთს არავის დაღუპვა არ უნდა - უფალი ამბობს, არა მნებავს სიკვდილი ცოდვილთა, არამედ მოქცევა და ცხონება მისიო - არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულადო. ამიტომ, ის ყოველი ადამიანისგან სინანულს ელოდება, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ - ამის შესახებ სხალთელმა მიტროპოლიტმა სპირიდონმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
"როცა ასეთი ცოდვებია ჩადენილი და შენ ამბობ, მოდი რა, შევდიგდეთო - როგორ შევრიგდეთ? არ მოგინანიებია, შე დალოცვილო. როგორც საჯაროდ ლანძღავდი, აგინებდი და აგინებ ეკლესიას, ასევე საჯაროდ უნდა მოინანიო ეს. როგორც საჯაროდ ქუჩებში ხვრიტავდი იმ პატარა ბავშვებს, უნდა გამოხვიდე და მოინანიო ეს. უნდა თქვა მთელი გულწრფელობით, რომ ეს არ არის სწორი, მაპატიოს ღმერთმა, ცოდვებში ჩავვარდი და უფალს და შენს ქვეყანას სთხოვო შენდობა. როგორც დავითგარეჯი საჯაროდ გადააბარე აზერბაიჯანელებს, ეს წმინდა მიწის ნაწილი, საჯაროდ უნდა მოინანიო ეს. როგორც დაუთმე ეს მთელის სამაჩაბლო, ახალგორი და კოდორის ხეობა, საჯაროდ უნდა მოინანიო, თუ გინდა, გეპატიოს. ისე რა აზრი აქვს, გამოდის, რომ გინდა, ხელისუფლებაში დაბრუნდე, რომ მერე შურისძიებით უარესი გააკეთო" - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
შერიგებაზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გავრცელებულ წერილში ისაუბრა.
სიახლეები
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა
- "საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - ირაკლი კობახიძე
- "მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველომ მტკიცედ იაროს ევროკავშირისკენ გზაზე" - ვიქტორ ორბანი
- საგანგაშო პროგნოზი: "რუსეთი ნატოს 5 წელიწადში თავს დაესხმება. რა უნდა მოიმოქმედონ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კრემლის მუქარა-გამოწვევების შესაკავებლად?"
- როგორ შევინახოთ და მოვამზადოთ კვერცხი, რომ D3 ვიტამინი მასში მაქსიმალურად შენარჩუნდეს