ფაქტია, რომ ვიღაცების თავში მსგავსი ავადმყოფური აზრები ტრიალებს - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმ სტატუსის შინაარსს განმარტავს, სადაც ის წერს, რომ სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით, თეოლოგები გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად მიემგზავრებიან.
დეკანოზის თქმით, მათ დაგეგმილი აქვთ ბართლომეოს პირველთან თქვან, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვა, საქართველოს ეკლესია, უკრაინის ახლად შექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოფიქრებული აქვთ. არ ვიცი, ამას რამდენად შეძლებენ და შეასრულებენ, ან ის ფორმატი თუ მისცემთ საშუალებას, რომ ამისთანა აბსურდულ რამეზე ელაპარაკონ ასეთი მარალი სტატუსის მქონე ადამიანს, მაგრამ, ფაქტია, რომ ვიღაცების თავში მსგავსი ავადმყოფური აზრები ტრიალებს და გადამდებიცაა. ჩვენ არაერთხელ გვინახავს თეოლოგთა ეს ჯგუფი რაღაც პოლიტიკურ საკითხებში ჩართული, მათი საჯარო გამოსვლებიდანაც სრულიად დასაჯერებელია, რომ მათ შეიძლება ასეთი გეგმა და მოსაზრება ჰქონდეთ,"-აცხადებს დეკანოზი.
დეკანოზის ბრალდებებს თეოლოგებმა უპასუხეს და ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
