დღეს, წმ.ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძრისა და წმ.კვიპრიანესა და იუსტინას ტაძრის წინამძღვრის დეკანოზი ზოსიმე ჭუმბურიძის მღვდლად კურთხევის დღეა
დღეს, წმ.ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძრისა და წმ.კვიპრიანესა და იუსტინას ტაძრის წინამძღვრის დეკანოზი ზოსიმე ჭუმბურიძის მღვდლად კურთხევის დღეა.
2003 წლის 2 აგვისტოს, წმ.ელია წინასწარ მეტყველის ხსენების დღეს, ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დიაკონი ზოსიმე ჭუმბურიძე მღვდლად აკურთხა გელათში. აღნიშნული თარიღიდან დღეს, 20 წელი შესრულდა.
ახლად ნაკურთხმა მამა ზოსიმემ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოაწყო წმ.ლაზარეს აღდგინების ეკლესია. მამა ზოსიმემ სასულიერო მოღვაწეობის 20 წლიან პერიოდში ააშენა და აღადგინა არაერთი ეკლესია თუ მონასტერი. წმინდა კვიპრიანესა და იუსტინეს სახელობის ეკლესია, წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნტელის სახელობის ეკლესია, სოფელ ჭოლევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმ.მართასა და მარიამის სახელობის დედათა მონასტერი და წმ.მენელსაცხებელი დედათა ეკლესია.
მამა ზოსიმე გაწეული ღვაწლისთვის სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით დაფასებული იქნა არაერთი სასულიერო ჯილდოთი. მამა ზოსიმე ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აიყვანა დეკანოზის ხარისხში, მიენიჭა გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლება, ხოლო ქუთათელ, გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ დააჯილდოვა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge ულოცავს მამა ზოსიმეს ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, უსურვებს ჯანმრთელობასა და სულიერ სიძლიერეს.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"