"ოლიმპიური თამაშების გახსნაზე მსოფლიო ისეთი სცენების მომსწრე გახდა, რომლებიც შეურცხმყოფელია ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის"
მსოფლიოს საპატრიარქო პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გახსნის ცერემონიაზე მსოფლიო ისეთი სცენების მომსწრე გახდა, რომლებიც შეურცხმყოფელია ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის, ასევე ყველა ცივილიზებული ადამიანისთვის, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას, პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს.
„ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს უმაღლეს სპორტულ მოვლენას, რომელიც პლანეტის ყველა კუთხიდან მილიონობით ჩვენი და-ძმის ინტერესს იპყრობს. გახსნის ცერემონიას საზეიმო მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც იგი მასპინძელ ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, ხაზი გაუსვას თავის ისტორიას და ცივილიზაცია გააზიაროს გლობალური მასშტაბის პოზიტიური გზავნილებით. პარიზში გახსნის ცერემონიაზე, სამწუხაროდ, ჩვენ გავხდით ისეთი სცენების მოწმენი, რომლებიც შეურცხმყოფელია ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის, ყველა ცივილიზებული ადამიანისთვის, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს.
ამ გამოსახულებებმა არამხოლოდ ვერ გაამდიდრეს ცერემონია, მათ სინამდვილეში გააღარიბეს ის. ღვთის გმობა არ არის პროგრესი, არც ადამიანების რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფა არის უფლება. ჩვენ ველოდებით, რომ ამდენი ადამიანის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულებისა და უარყოფის სპონტანურმა გამოხატვამ საკმარისად ძლიერი გზავნილი გადასცა პასუხისმგებელ პირებს და მომავალში მსგავსი ქცევის პრევენციისთვის იმედი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- "ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, რასაც ევროკომისიის ობიექტური კვლევა აჩვენებს, მაგრამ ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა - კომუნისტკები“ საქართველოს ამუნათებენ, რატომ?"
- "ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა" - მიხეილ სააკაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
