"სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადება გულისხმობს სახელმწიფოსადმი გარკვეულ დაქვემდებარებას, რაც რისკებს შეიცავს"- გიორგი ზვიადაძე
როტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი პრაქტიკა, რაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გულისხმობს და „ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს“.
მისივე თქმით, ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობისა, უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის.
„ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიას ყველა საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად გარკვეული პოზიცია ჰქონდეს. საქართველოს ეკლესიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მოსახლეობა. სამართლებრივი მოდელი, რომელიც კონსტიტუციური ხელშეკრულების სახით არსებობს, არის უნიკალური და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ხელისუფლება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დახმარებას და მისი ავტორიტეტის, როლის კიდევ უფრო გაზრდას, რა თქმა უნდა, მადლიერებას იმსახურებს. ეს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა საქართველოს მართლმადიდებელი მღვდელმთავართა და სხდომაში მონაწილე ყველა პირის მიერ, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადებული ის პოზიციაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის არის უნიკალური, რაც სრულ თავისუფლებას აძლევს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფოსგან, ამავე დროს, მის თავისუფლებას უზრუნველყოფს.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II, რომელსაც აქვს განუზომელი დამსახურება ამ ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის წინაშე, ერთმნიშვნელოვნად თვლის, რომ სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი რისკი. შეიძლება დღეს არსებულ ხელისუფლებასთან მიმართებით ასე არ იყოს, მაგრამ ზოგადად ეს გულისხმობს სახელმწიფოსადმი გარკვეულ დაქვემდებარებას.
საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ის პრაქტიკა, რაც სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადებას გულისხმობს, ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს. ამიტომ ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობისა უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის.
ყველაზე დიდი რისკი ის არის, როგორ გამოიყენებს რომელიმე ხელისუფლება… დღეს ჩვენ ხელისუფლებასთან პრობლემა არ გვაქვს და უაღრესად ჰარმონიული ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არის, მაგრამ მომავალში როგორ იქნება, ეს ძალიან დიდ რისკებს შეიცავს. სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცხადება, იმ რისკებთან არის დაკავშირებული, რომ ის სახელმწიფოს გავლენას დაექვემდებაროს“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე