„რატომ არის საქართველო განსხვავებული? "კომენდანტის საათის" მიუხედავად, სამების საკათედრო ტაძარმა მრევლი მიიღო"- BBC
მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანები თავიანთ კალენდარში ყველაზე მიშვნელოვან დღესასწაულს შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე ზეიმობენ, - ამის შესახებ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ აღნიშნავს წელს აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესია.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოზეა გამახვილებული.
BBC წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ადამიანებს მოუწოდეს, ღვთისმსახურებებს არ დასწრებოდნენ, თუმცა საქართველოში მრევლს ეკლესიებში მისვლის საშუალება მაინც აქვთ.
„რატომ არის საქართველო განსხვავებული? "კომენდანტის საათის" მიუხედავად, სამების საკათედრო ტაძარმა მრევლი მიიღო. ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა კი ხალხს მოუწოდეს, თავიანთი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მეცნიერებას დაუჯერონ“, - აღნიშნულია სტატიაში.
BBC ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ აკრძალა კერძო მანქანებით გადაადგილება, დაიხურა სასაფლაოები, რომლებსაც ქართველები აღდგომის დღეებში ტრადიციულად სტუმრობენ. „ისინი, ვინც საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს არღვევენ, რომელიც სხვა შეზღუდვებთან ერთად სამ ადამიანზე მეტის ერთად შეკრებასაც კრძალავს, ჯარიმდებიან.“
სტატიაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირები ზიარებას კვლავ საერთო კოვზის გამოყენებით ატარებენ.
„ბევრი ქართველი კითხულობს, რატომ დაუშვა მთავრობამ გამონაკლისი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. კრიზისის დაწყებიან დღემდე ათასობით ადამიანი აგრძელებს ტაძრებში თავისუფლად სიარულს. ეკლესია უარს ამბობს, საკუთარი ჩვეულებები შეცვალოს. მღვდლები ზიარების ჩატარებას საერთო კოვზის გამოყენებით განაგრძობენ“, - ვკითხულობთ სტატიაში.
BBC ხაზს უსვამს, რომ საქართველოში კორონავირუსი ორ სასულიერო პირს დაუდასტურდა, თუმცა, ამის მიუხედავად სააღდგომო ღვთისმსახურება მაინც ჩატარდა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
