ივნისი 05 2022 წაკითხვა 494 ჯერ

ლაშა ტალახაძე ექვსგზის ევროპის ჩემპიონი გახდა. ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს +109 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ატაცში 208/212/217 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ივნისი 05 2022 წაკითხვა 315 ჯერ

სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა - ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) აღდგომიდან მეშვიდე, პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენების კვირას ქადაგებისას ისაუბრა.

ივნისი 05 2022 წაკითხვა 302 ჯერ

ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ივნისი 05 2022 წაკითხვა 315 ჯერ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთობლივი პროგრამის „ექიმის საათი“ მეორე ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

ივნისი 05 2022 წაკითხვა 367 ჯერ

მოქალაქეები, 5 ივნისს, რესპუბლიკის მოედანზე, აქციას “ერთად ევროპისკენ” გამართავენ, სადაც ევროკავშირის დროშაზე ხელს მოაწერენ, რომელსაც ბრიუსელში გააგზავნიან.

ივნისი 03 2022 წაკითხვა 287 ჯერ

2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გვერდი 190 სულ 693
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.