9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს ბევრი უნდა ისაუბროთ - მნიშვნელოვანია კომპრომისი ირგვლივ მყოფთათვის. მითუმეტეს, როცა თქვენი დარწმუნების ნიჭი მუშაობს იდეალურად. ვიღაცამ შეიძლება საიდუმლო გაგინდოთ - შეინახეთ და არ გათქვათ რაც არ უნდა მოხდეს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ რეალიზებაში მოიყვანოთ ჩანაფიქრი - მოვიდა დრო, როცა უნდა იმოქმედოთ.
კურო
დღეს ნაკლები ფული უნდა დახარჯოთ, რათა შემდგომ სესხება არ დაგჭირდეთ. ვარსკლავების რეკომენდაციაა მეტი ურთიერთობა და საუბარი, სადაც კომპრომისსაც იპოვით ნებისმიერ ადამიანთან. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დათანხმდეთ ყველა შემოთავაზებაზე - ეს ძალიან შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
ტყუპები
დღეს შთაგონების წყაროდ ახლობელი ადამიანები არიან. მოგინდებათ მწვერვალების დაპყრობა მათთვის. კარგი იქნება თუ ისაუბრებთ შინაურებთან მომავალზე - დაგეგმეთ ყველაფერი ზუსტად. პატარა პრობლემებმა შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოთ, თუმცა მალევე მოაგვარებთ. ჰოროსკოპი დღეს გიმზადებთ სიურპრიზს, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება, მთავარია დაელოდოთ.
კირჩხიბი
დღეს საოცარი დღე გექნებათ - იქნება ბევრი ემოცია, საინტერესო საუბრები და კარგი განწყობა. იყიდეთ ბევრი პროდუქტი და მოემზადეთ განწყობის ასამაღლებლად. შემდეგი კვირისთვის სასიხარულო ამბებს გაიგებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შემდეგი დღისთვის გადადოთ, რადგან დიდია შეცდომის რისკი.
ლომი
დღეს არ გაგიმართლებთ გეგმების გადაწყობაში, რადგან ყველაფერი ისე ვერ წავა, როგორც თქვენ გინდათ. ვარსკლავები შეგიძლიან ამაში ხელს. ამის გამო კი, მთელი დღე იქნება ნერვიული და ცუდი. ისაუბრეთ ბევრი ირგვლივმყოფებთან - ეს დაგიგდებთ სტრესს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გადადოთ ხვალისთვის - დიდია შეცდომის დაშვების რისკი.
ქალწული
დღეს მოგიწევთ რთული და სერიოზული საუბრები - ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენი კარიერაც და პირადი ცხოვრებაც. თქვენ დაგეხმარებათ თქვენი დიპლომატიურობა, უბრალოდ არ გადახვიდეთ პირად სივრცეებს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მხოლოდ ისეთ საქმეს შეეჭიდოთ, რომელსაც დღესვე დაასრულებთ, რადგან შემდეგ ეს პრობლემად შეიძლება იქცეს.
სასწორი
დღეს უნდა განმარტოვდეთ - ეს დღე უმჯობესია გაატაროთ მარტოობაში და საკუთარ თავთან ურთიერთობაში. ასეთ დროს შეგიძლიათ მოდუნდეთ და აირიდოთ თავიდან კამათი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ დაეხმაროთ მათ, ვისაც ეს ჭირდებათ - სამომავლოდ ეს ადამიანები თქვენ გამოგიწვდიან დახმარების ხელს. ნაკლებად ხარჯეთ დღეს ფული - უმჯობესია სხვა დღეებისთვის შეინახოთ.
მორიელი
დღეს კარგი შანსი გაქვთ, რომ მნიშვნელოვანი და სერიოზული საუბრები აწარმოოთ - თქვენ დაგიჯერებენ და დაგეთანხმებიან. არ გათქვათ იდეები და გეგმები, შეინახეთ თქვენთვის საიდუმლოება. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დაეთანხმოთ შემოთავაზებებს - მალე ისინი შეცვლიან თქვენ ცხოვრებას.
მშვილდოსანი
დღეს კარგი დღე გაქვთ საუბრებისთვის. ყველა თემის განხილვა არის შესაძლებელი - პოლიტიკურისა და რელიგიურისიც კი - კომპრომისი გარანტირებულია. აი რაც დღეს არ უნდა გააკეთოთ ეს არის გადაწყვეტილების მიღება - დიდია შეცდომის დაშვების რისკი, რომელსაც შემდეგ ვერ გამოასწორებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ შეხვდნეთ საუკეთესო მეგობრებს - მათ თქვენ მოენატრეთ.
თხის რქა
დღეს გმართებთ ჩართოთ საკუთარი კეთილგანწყობა უმაღლეს დონეზე - შეიძლება დაუჯერებელ ხალხს შეხვდეთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლიან. მოულოდნელად შეიძლება კარიერული წინსვლაც - აუცილებლად ჩაებღაუჯეთ ამ შანსს და ტყუილად არ დაკარგოთ დრო. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გადადოთ ხვალისთვის - დიდია შეცდომის დაშვების რისკი.
მერწყული
დღეს ემოციური აფეთქება გელით - სენტიმენტალური და ემპათიური გახდებით, განსაკუთრებით კი ახლობლების მიმართ. იქნება ბევრი ზრუნვა და მოფერება. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას თავს გაართმევთ, მაგრამ ბევრი ენერგიაც დაგეხარჯებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ნაკლები იურთიერთოთ - საუბრები არ გამოვა ნაყოფიერი. მარტოობაში მომავალზე დაფიქრდებით და ააწყობთ გეგმებს.
თევზები
დღეს უნდა ისაუბროთ ახლობლებთან - იქნება კომპრომისი ყველა საკითხზე. უცხოებთან უნდა იყოთ კეთილგანწყობილი - ახლო მომავალში ისინი დაგეხმარებიან. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ დანებდეთ თუ რაიმე ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო. უმჯობესია გააგრძელოთ თქვენივე საქმე და ყველაფერი მოგვარდება, მართალია ცოტათი მეტი დრო და ენერგიის ხარჯზე, მაგრამ ეს ამად ღირს.
წყარო: horoskopi.ge
სიახლეები
- “ბატონო ელჩებო! ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით, უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი“ – თეა წულუკიანი
- “თუ მეკითხებით, როგორია ჩვენი პოზიცია, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის” - ლილუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე
- “ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც; ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, “მოლოტოვის კოქტეილი” ერთნაირად წვავს პოლიციელებს” – პაპუაშვილი
- “ნახეს, რომ საქართველოში სისხლისღვრა ვერ მოხდა და „ლელომ“ რევოლუციის მანტიას პოლიტიკოსის მანტია არჩია” - ვოლსკი “ნაცმოძრაობაზე”
- “კოტე იოსელიანის გატაცების მიზანი თინა ბოკუჩავაზე ზემოქმედების მოხდენა იყო” - წითლაძე