ქუთაისის მიუსაფარ ბავშთა ცენტრში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
დღეს, ქუთაისში, World Vision Georgia - ს მიუსაფარ ბავშთა ცენტრში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
დღის ცენტრის ბავშვებმა სტუმრებთან ერთად საკუთარი თვალით დანახული ბავშთა უფლებები დახატეს, რომლებიც მათ გააჩნიათ, მათ შორის განათლების უფლება, ჯანმრთელობის, გართობის, ზრუნვის, სიყვარულისა და მშვიდობის. ასევე, ბავშვებმა ბუშტებზე საკუთარი სურვილები დააწერეს. ამ სურვილების უმეტესობა კი - მშვიდობა იყო.
"გვსურს, რომ ყველა ბავშვის უფლება დაცული იყოს. ყველა ბავშვს ლაღ, ლამაზ და ბედნიერი ბავშვობას ვუსურვებ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს დღევანდელი დღის გალამაზებისათვის,"- განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარში ნანა იდაძემ.
ბავშვთა ცენტრში ასევე, დღის ცენტრის ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.


სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
