ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის „ინდური შტამი“ უფრო იოლად აინფიცირებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირებს, რამაც შესაძლოა, ასაკობრივი პროპორციების შეცვლა გამოიწვიოს.
დღეს, ქუთაისში ქალთა შრომით უფლებებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსის "ინდურ შტამთან" დაკავშირებით, მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს.
"ინდური შტამი" არის თითქმის იგივე, რაც ბრიტანული, ოღონდ ოდნავ უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტად ახალგაზრდების ინფიცირებას იწვევს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.
აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
არანაირი მინიშნება, რომ "ინდური ვარიანტი" იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.