“ისრაელის მიერ თეირანში საცხოვრებელ შენობაზე მიტანილი იერიშის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია” - უცხოური მედია
თეირანში, ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ცნობით, ისრაელმა იერიში 14-სართულიან საცხოვრებელ შენობაზე მიიტანა, დაახლოებით ათამდე ადამიანი ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ რჩება.
13 ივნისს გაერო-ში ირანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა. როგორც CNN წერს, ამ ეტაპისთვის უცნობია, შედის თუ არა ეს 60 ადამიანი ამ რიცხვში.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
