“მესამე ლოკდაუნს ეკონომიკა, სავარაუდოდ, გადაურჩა. მოლოდინის მიუხედავად, მთავრობამ მიანიშნა, რომ ახალ შეზღუდვებს არ დააწესებს. ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი პირდაპირ აცხადებს, რომ დამატებითი ლოკდაუნი მიზანშეწონილი არ არის და ამით ეკონომიკის ჩაკეტვის აზრს ემიჯნება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 995 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 688 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.38 %.
ყოველწლიურად, 22 აპრილს, გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით, დედამიწის დღე აღინიშნება.
მინდა, ყველას ვთხოვო, რომ სახლში იქნება თუ სამსახურში, დღის განმავლობაში ერთი ფანჯარა სულ იყოს გაღებული, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
საქართველოში არიან ძალიან კარგი ექიმები, ექთნები და სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მაგრამ მათ გასაქანს არ აძლევენ. საუკეთესო განათლების მქონე ადამიანები სამსახურს ვერ შოულობენ - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.
საფლავებზე გასვლის აკრძალვა დამოკიდებულია, როგორი ეპიდსიტუაცია გვექნება აღდგომის წინა დღეებში და შემდგომ ბრწყინვალე შვიდეულში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.