მარტი 11 2021 წაკითხვა 623 ჯერ

ერთი წლის მანძილზე ვისწავლეთ, რომ კორონავირუსი არის ძალიან არაპროგნოზირებადი და მას სჭირდება დიდი სიფრთხილით მართვა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლის შეჯამებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს დაავადება არ აზიანებს მარტო ფილტვებს და სასუნთქ სისტემას, აზიანებს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოს.

 

„ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ამ ერთი წლის განმავლობაში. პირველ რიგში ვისწავლეთ ის, რომ ეს ვირუსი არ აღმოჩნდა ის, რაც თავიდან ეგონათ. ეგონათ, იყო ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი, როგორც გრიპი და აღმოჩნდა, რომ საქმე გვაქვს თვისობრივად განსხვავებულ ინფექციასთან, აბსოლუტურად განსხვავებული ინფექციებიდან. ეს დაავადება აღმოჩნდა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი, შეიძლება, ვთქვათ, ხუთმა, ათმა ადამიანმა, მათ შორის ხანდაზმულებმა და თანმხლები დაავადებებით, გადაიტანოს იოლად და სხვამ, მათ შორის ახალგაზრდამ და რისკფაქტორების გარეშე გადაიტანოს მძიმედ, ზოგჯერ ფატალურად. ვისწავლეთ, რომ ეს დაავადება არის ძალიან არაპროგნოზირებადი და მას სჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილით მართვა.

 

მეორე, ვიცით უკვე, რომ ეს დაავადება არ აზიანებს მარტო ფილტვებს და სასუნთქ სისტემას, აზიანებს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოს და სისტემას. შესაბამისად, რადგან ის აზიანებს ყველა ორგანოს და სისტემას, მას სჭირდება სპეციალური მართვა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მარტი 11 2021 წაკითხვა 702 ჯერ

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.

მარტი 11 2021 წაკითხვა 610 ჯერ

საქართველო შაბათიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ეტაპობრივად მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მარტი 11 2021 წაკითხვა 638 ჯერ

საკმარისია, ხმა ამოვიღოთ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის წარმატებით მართვაზე და/ან რომელიმე ქვეყანას შევედაროთ, რომ ვაი ტელევიზიები და ვაი ექსპერტები ისე შეიცხადებენ, გეგონებათ, რაიმე ტაბუდადებულ თემას შევეხეთ და მკრეხელობა ჩავიდინეთ.

მარტი 10 2021 წაკითხვა 720 ჯერ

გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ჟურნალ „სარკესთან“ ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ საუბრობს.

მარტი 10 2021 წაკითხვა 546 ჯერ

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, რამაც, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ეპიდსიტუაცია შესაძლოა საგრძნობლად გააუარესოს.

გვერდი 373 სულ 696
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.