June 17, 2025

მარტი 15 2021 წაკითხვა 442 ჯერ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.

მარტი 15 2021 წაკითხვა 549 ჯერ

ქუთაისის სახელოვნებო სკოლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა.

მარტი 14 2021 წაკითხვა 453 ჯერ

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის" სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა. FirstNews.ge  გთავაზობთ აქციის ფოტოკოლაჟს:

 

aa44811 1065467123931873 2175286642606351634 n

 

aa518907 1496234080768089 6878224703470244970 n

 

aa160449390 1493108044416526 1975477395981825952 n

 

69168004995134723 6968872144430064325 n

 

 

მარტი 14 2021 წაკითხვა 736 ჯერ

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის" სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

მარტი 14 2021 წაკითხვა 530 ჯერ

„ნამახვანჰესების“ კასკადის მოწინააღმდეგეები უკვე იკრიბებიან ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, სადაც აქცია 13:00 საათზე უნდა დაიწყოს.

მარტი 13 2021 წაკითხვა 829 ჯერ
 
კორონავირუსის ვაქცინა ყველა დაავადებისგან ხომ არ იცავს, ვაქცინაციის შემდეგ რაღაცა უიშვიათესად თუ მოხდა, არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინის გამოა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
 

მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე ისაუბრა.

 

„რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდგომ რამდენიმე პირში თრომბოემბოლიის გამოწვევის საკითხს, სტატისტიკურად, ვაქცინირებულ მოსახლეობაში თრომბოემბოლიების რაოდენობა არაფრით არ განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში თრომბოემბოლიების სიხშირისგან.

 

ამაზე უკვე გამოაქვეყნა დასკვნა როგორც „ევროპის წამლის სააგენტომ“, ასე ჯანმომ. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, რომელიც „ასტრაზენეკას“ იყენებს, ვაქცინაცია არ შეუწყვეტია. აქედან გამომდინარე, ასეთი რაღაცები მოხდება, ვიღაცა რაღაცებს ერთმანეთს დაუკავშირებს.

 

გახსოვთ, „ფაიზერის“ ინექციის შემდეგ რა ამბავი იყო ატეხილი, როცა 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში. ასეთი რაღაცები იქნება ხოლმე. რა თქმა უნდა, სიფრთხილის გამო, შეიძლება ვიღაცამ შეაჩეროს, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ უკვე გამოყენებულია ათეული მილიონობით დოზა და ისეთი არაფერია აღწერილი, რაც გამოაჩენდა ამის რისკებს. ეს ვაქცინები ყველა დაავადებას არ კურნავს. ამიტომ ადამიანის რომ რაღაცა დაავადება აქვს და ვაქცინაციის მერე ეს დაავადება განვითარდება, ეს კორონასგან იცავს, სხვა დაავადებებისგან ხომ არ იცავს. ამიტომ, თუ დაავადება ჰქონდა ადამიანს და ვაქცინაციის შემდეგ უიშვიათესად რაღაცა მოხდა, არ ნიშნავს რომ ვაქცინის გამო მოხდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

მან კომენტარი გააკეთა ე.წ. ბრიტანულ შტამზეც და აღნიშნა, რომ საქართველოში 31 შემთხვევაა დადასტურებული.

 

„ერთადერთი გამონაკლისი, სადაც კარანტინის რეჟიმი დღემდე მუშაობს. ეს არის ერთადერთი გამონაკლისი. ლუგარის ცენტრში შესაძლებლობა გვაქვს, რომ მოხდეს გამოვლენილი შტამების შესწავლა, სეკვენირება. დღემდე დადასტურებულია სამი კლასტერიდან წამოსული ე.წ. ბრიტანული შტამის 31 შემთხვევა. კვლევები გრძელდება ყოველდღიურად, ვსწავლობთ საეჭვო შემთხვევებს“, – განაცხადა იმნაძემ.

გვერდი 371 სულ 696
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.