როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
საქართველოს უმეტეს ქალაქებსა და რაიონებში, 11 მარტს მოსალოდნელია ჰაერის დაბალი ტემპერატურა და ნალექი, უმეტესად წვიმის, ხოლო მთაში მცირე თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოს დაბლობში +2, +12, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -2, +7გრადუსი სითბო.
12 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება -6, +5 გრადუსი სითბო. დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა იქნება 0, +5 გრადუსი.
13 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარჩუნდება დაბალი ტემპერატურა და ნალექი. დასავლეთ საქართველოში ღამით მინიმალური ტემპერატურა იქნება -2, ხოლო მაქსიმალური ნიშნული +11 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში კი, ღამით ჰაერის ტემპერატურა -6°-მდე დაეცემა, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +5° იქნება.
თბილისში 11-12 მარტს მოსალოდნელია ნალექი, წვიმის და მცირე თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა +2, +5°.
13 მარტს, დედაქალაქში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, დღისით +5 გრადუსი სითბო.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
