თებერვალი 12 2021 წაკითხვა 549 ჯერ

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 359 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 639 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%, ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თებერვალი 11 2021 წაკითხვა 555 ჯერ

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 259-ე კილომეტრზე (ქუთაისის შემოვლითი გზა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თებერვალი 11 2021 წაკითხვა 574 ჯერ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განაცხდებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის იყო დავით გარეჯის, ასევე ვაქცინაციის თემა.

თებერვალი 11 2021 წაკითხვა 592 ჯერ

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ სავარაუდოდ სხდომაზე განსახილველ თემებს შორის ვაქცინაციის საკითხიც იქნება.

თებერვალი 11 2021 წაკითხვა 669 ჯერ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, ქუთაისი 2020 წელს შეუერთდა ბავშვზე მორგებული ქალაქების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივას. შესაბამისად, ქალაქის მერიაში შეიქმნა ახალი სტრუქტურა - ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. UNICEF-ის წარმომადგენლებმა ამ განყოფილებას კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.

 


"ქუთაისი გასული წლიდან ჩაერთო ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში . ეს გარკვეული სტანდარტების დაცვას და განვითარებას გვავალდებულებს. ჩვენ უკვე შევქმენით განყოფილება, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. ორი დღეა ქუთაისში სტუმრად იმყოფებიან საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლები. დღეს, მათთან ერთად, კომპიუტერული ტექნიკა გადავეცით ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას. გუშინ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის გასვლით სხდომაშიც მივიღე მონაწილეობა, სადაც განხილული იქნა ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები. ჩვენ სხვა დონორ ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობთ. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ქუთაისში მაქსიმალურად გვქონდეს დაცული ბავშვთა უფლებები და მათ ცხოვრების და განვითარების უკეთესი პირობები შევუქმნათ," - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 


დღესვე, UNICEF-მა ბავშვზე მორგებული ქალაქის სამუშაო ჯგუფს ბავშვთა უფლებების განხორციელებისა და კეთილდღეობის სიტუაციური ანალიზის ანგარიშის მიგნებები წარუდგინა.

თებერვალი 11 2021 წაკითხვა 548 ჯერ

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 557 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გვერდი 383 სულ 696
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.