სანტექ.სერვისის ახალი ფილიალი ზუგდიდში
„სანტექსერვისი“ 18 წელია, რაც მომხმარებელს 24/7 სწრაფ, საიმედო სანტექნიკურ და საკანალიზაციო მომსახურების სერვისს სთავაზობს. „სანტექ.სერვისის” ტექნიკური ჯგუფები დაკომპლექტებულია კვალიფიციური ხელოსნებით, აღჭურვილია სპეც.აპარატურითა და სპეც. ტექნიკით.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემებზე 24-საათიანი საავარიო მომსახურების გაწევაა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. ამჟამად „სანტექსერვისი” საქართველოს მასშტაბით 4 რეგიონში ოპერირებს, ხოლო უახლოესი ორი წლის განმავლობაში მომსახურების არეალის გაფართოება კომპანიის სტრატეგიული მიზანია.
კომპანიის საქმიანობის, მიმდინარე გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ უფრო ვრცლად FirstNews.ge-ს „სანტექსერვისის” დამფუძნებელი მიხეილ თათარაძე ესაუბრა:
- როდის დაფუძნდა კომპანია, რა იყო თავდაპირველი საქმიანობა და როგორ დაიწყო ყველაფერი?
-კომპანიამ საქმიანობა 2007 წელს დაიწყო. მისი მიზანი და მისია თავიდანვე წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემებზე საავარიო 24 საათიანი მომსახურება იყო, ხოლო 2012 წლიდან კომპანია „სანტექსერვისი“- ს ბრენდის ქვეშ იმყოფება.
- რა გზა გაიარა კომპანიამ განვითარების, რა ეტაპზეა ახლა და როგორია მიმდინარე მდგომარეობა?
- კომპანია „სანტექსერვისი“ საქართველოში პირველი 24 საათიანი სანტექნიკური კომპანიაა და ის სხვადასხვა ეტაპზე გამოწვევების წინაშე იდგა, თუმცა ყველა გამოწვევა კომპანიის ახალ საფეხურზე ასვლას უკავშირდება. ამჟამად კომპანია განვითარებისა და მომსახურების არეალის გაზრდის ეტაპზეა.
- როგორი იყო ბაზარი საქმიანობის დაწყებისას, რა შეიცვალა საქმიანობის პერიოდში და როგორია დღეს ბაზარი?
- საქმიანობის დაწყებისას ბაზარი თავისუფალი იყო და უკონკურენტო გარემოში გვიწევდა ბიზნესის კეთება, თუმცა კონკურენტები გაჩნდა და ყოველწლიურად მათი რიცხვი მატულობს.
- როგორი იყო და როგორია დღეს მომხმარებელი? რა შეიცვალა მომხმარებლებთან ურთიერთობაში და რა სჭირდება დღეს კომპანიას, რომ იყოს კონკურენტუნარიანი?
- პირველ ეტაპზე მომხმარებლის მოთხოვნები მინიმალური იყო. მთავარი იყო დაზიანება აღმოფხვრილიყო და პრობლემა მოგვარდებოდა. დღეს ასე აღარ არის. დამკვეთისთვის ბევრი ნიუანსია მნიშვნელოვანი, როგორიცაა ცხელი ხაზის ოპერატორისგან გაწეული მომსახურება, ტექნიკური ჯგუფის ვიზუალური მხარე, ოპერატიულობა, ხელსაწყოების ვიზუალი და ტექნიკური მხარე, შესრულებული სამუშაოს შემდეგ ტერიტორიის დასუფთავება და ა.შ.
- როგორია კომპანიის დამოკიდებულება სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებით? ხდება თუ არა მათი დანერგვა და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული?
- კომპანია დაარსების დღიდან კონკურენტუნარიანია თავისი პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, თანამედროვე ტექნიკების და ტექნოლოგიების მუდმივი განვითარებით და დანერგვით საქმიანობაში. კონკურენტები ჩვენ მხოლოდ მომსახურების ტარიფებით გვითანაბრდებიან, ხოლო დანარჩენი ავიწყდებათ და არ ანიჭებენ მნიშვნელობას, რაც სამწუხაროა.
- როგორია მარეგულირებელი გარემო და საგადასახადო წნეხი? თუ ახერხებს კომპანია გაუმკლავდეს ვალდებულებებს?
- მარეგულირებელი გარემო და საგადასახადო ვალდებულებები ევროპის ქვეყნებში არსებულ გადასახადებთანაა მიახლოებული და რაიმე უჩვეულო გარემოდ არ მიგვაჩნია, თუმცა ვისურვებდით შემცირებას.
- რა არის დღეს მთავარი გამოწვევა კომპანიისთვის, ზოგადად და კონკრეტულად საქმიანობის სფეროში? როგორ უმკლავდება კომპანია ამ გამოწვევებს და რა ესახება გამოსავლად?
- დღეს, კომპანიისთვის მთავარ გამოწვევად პროფესიონალი კადრების სიმცირეა და მუდმივად ვცდილობთ მივიღოთ ჩვენი სფეროთი დაინტერესებული პირები სტაჟირებაზე, შევასწავლოთ საქმიანობა და დავასაქმოთ. ასევე, ვთანამშრომლობთ პროფსასწავლებლებთან და ჩართული ვართ ახალგაზრდა კადრების სწავლება-შეფასებაში. რამდენიმე თვის წინ კომპანია „სანტექსერვის“- სა და კოლეჯ „სპექტრი“-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი.
- როგორია მოლოდინები შექმნილი კრიზისის ფონზე და კომპანიის სამომავლო გეგმები?
- კომპანია ყველაფრის მიუხედავად აგრძელებს განვითარებას და მომსახურების არეალის გაზრდას. მიმდინარე წლის მაისის თვეში ახალი ფილიალი გაიხსნა ქ. ზუგდიდში, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას და ორგანიზაციებს. ხოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი სერვისები ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა რეგიონში.
სიახლეები
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს