June 8, 2025

თებერვალი 11 2019 წაკითხვა 6784 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 14 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.

თებერვალი 10 2019 წაკითხვა 6239 ჯერ

საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციას, რომელსაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მართავენ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შეურთდა.

თებერვალი 09 2019 წაკითხვა 978 ჯერ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთი სტუმრად, ქალაქ კლუჟში, ანგარიშით 18:9 დაამარცხა.

თებერვალი 09 2019 წაკითხვა 1373 ჯერ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბის ევროპის“ პირველ შეხვედრაში დღეს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ კლუჟში გაიმართება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

თებერვალი 08 2019 წაკითხვა 6437 ჯერ
ბელგიის სასამართლომ ანტვერპენში ბანკის ფილიალის ძარცვის საქმეზე დაკავებული 27 წლის ქართველი პატიმრობიდან გაათავისუფლა . ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.
პროკურატურას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.
ბელგიის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი კობა მ. პოლიციამ 2 დღის წინ დააკავა, თუმცა როგორც დაკავებულის ადვოკატმა საჰილ მალიკმა განაცხადა, ბრალდების მხარემ ძარცვაში მისი მონაწილეობის დამადასტურებული საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.  
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მედიის მიერ საქმის აქტიური გაშუქებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები დაირღვა.
ანტვერპენის პოლიცია ამ დრომდე ეძებს ბანკის ძარცვაში სხვა ეჭვმიტანილებს. როგორც ბელგიური მედია წერს, სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში ასევე დააკავეს კობა. მ-ს მამა და მეგობარი.
ბანკ „ბი-ენ-პი პარიბასის“ ფილიალის საცავში მძარცველებმა შეღწევა ორი მიწისქვეშა გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეძლეს. პოლიციელებს 30-მდე სადეპოზიტო ყუთი ცარიელი დახვდათ.
თებერვალი 08 2019 წაკითხვა 7121 ჯერ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.

გვერდი 668 სულ 693
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.