რა ღონისძიებები გაიმართება ''დავითობას'' ქუთაისში
8 თებერვალს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ქუთაისსა და გელათის მონასტერში მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებები გაიმართება.
"დავითობა", ტრადიციულად, დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით დაიწყება. გთავაზობთ მერიის მიერ გამოქვეყნებული ღონისძიებების პროგრამას :
10:00 საათიზე-დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება.
11:00 საათი-გელათის სამონასტრო კომპლექსი, საზეიმო წირვა, დავით აღმაშენებლის საძვალის პატივგება, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ახალი ჩოხოსნების კურთხევა
12:00 საათი-გელათის აკადემიაში ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმის გამოფენა სახელწოდებით - ,,გელათის სამონასტრო კომპლექსი’’
ასევე 12:00 საათზე ახალგაზრდული ფორუმი ,,გელათის აკადემიის ახალი სიცოცხლე’’ გაიმართება.
ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის პერფომანსი და აკადემიკოს ერეკლე საღლიანის ლექცია.
13:00 საათი-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების ლიტერატურული კომპოზიცია - ,,ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს’’.
16:00საათზე ა(ა)იპ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში რამაზ იოსელიანი წიგნის ,,რატომ დაიწერა ვეფხისტყაოსანი’’ პრეზენტაცია.
"დავითობის" აღნიშვნა 18:00 საათზე მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი ,,დავითობის’’ დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტით ანსამბლ ,,ივერიას’’ წევრების მონაწილეობით დაიხურება.
სიახლეები
- შალვა თადუმაძე კითხვაზე: ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, აცხადებს, რომ „არ იცის“
- რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა
- ,,საქმის მასალებით ნამდვილად დასტურდება, რომ თამთა თოდაძის მიმართ განხორციელდა ძალადობა''
- „ნაციონალურმა მოძრაობამ" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა
- შსს ორხევში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს