შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული მეთოდების დანერგვა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლითაც გარკვეულ საზოგადოებრივ ადგილებში შინაური ბინადარი ცხოველების შეყვანა მეპატრონის ან დაწესებულების მფლობელის დაჯარიმებას გამოიწვევს.
2023 წლის 10 თვეში, 1-ელი იანვრიდან 23 ოქტომბრამდე, „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება 180 ემიგრანტს გაეწია.
კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 თებერვლის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 3533 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
13-14 თებერვალს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, (აღმოსავლეთის მიმართულებით) სავალი ნაწილის შეკეთების მიზნით, 2024 წლის 12 თებერვლი 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.