7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, სანამ რუსული ფრთოსანი რაკეტა არ აფეთქდა მის სახლში. უკრაინის გარშემო, კიდევ ბევრი თავდასხმების ქვეშ იმყოფება , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა და დაზარალებული ბავშვის ფოტო ატვირთა.
რუსეთი აგრძელებს სამხედროების დაკარგვას უკრაინაში. დღის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიდევ 150 დამპყრობელი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინის რამდენიმე ოლქში დაბომბვის შესახებ იუწყებიან. როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, 25 ივნისს დილით რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა ჟიტომირის, ლვოვის, ჩერნიგოვოს და დენპროპეტროვსკის ოლქებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს.
ამერიკული წარმოების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული, HIMARS-ის ტიპის სისტემების, პარტია უკრაინაში ჩავიდა, ამის შესახებ ტვიტერით ცნობა გაავრცელა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა.