,,ეს შეხვედრა არის ძალების გაერთიანებისთვის – ვინ უფრო უკეთესად მოემსახურება მთავარ ამოცანას, რომ როგორმე ეს ქვეყანა დაზიანდეს და გაეხვიოს შარში"- გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიას შეხვდნენ.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული შეხვედრის მიზანია, რომ ქვეყანა დაზიანდეს და შარში გაეხვიოს.

„მათი შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ გააერთიანონ ძალები – ვინ უფრო უკეთესად მოემსახურება მთავარ ამოცანას, მთავარ მიზანს, რომ როგორმე ეს ქვეყანა დაზიანდეს, როგორმე ეს ქვეყანა გაეხვიოს შარში და ჩაერთოს იმ ცეცხლში და უბედურებაში, რაც სამწუხაროდ ახასიათებს რეგიონს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

წაკითხვა 230 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.