დღეს დიდგორობაა
დღეს დიდგორობაა, სახალხო დღესასწაული, რომელიც ტარდება 12 აგვისტოს, 1121 წელს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად. როგორც წესი, დღესასწაულის დროს იმართება სახალხო სეირნობა, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, დოღი, ტურნირი ჭიდაობასა და მკლავჭიდში.
დიდგორის ბრძოლას, ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, გამორჩეული ადგილი უკავია. მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით, დიდგორი დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ქვეყნისათვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. 1121 წელს, დიდგორის ბრძოლის გამარჯვებამ დასაბამი მისცა ქვეყნის საბოლოო განთავისუფლება – გაერთიანებას და საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.
სიახლეები
- ,,ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები"- კახა კალაძე
- ,,სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არავისთან მიმართებაში"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,მათ ენაზე ეს ნიშნავს: „საქართველოში რევოლუციის მოწყობის ახალ გზებს ვეძებთ, ჯერ ვერ მოვიფიქრეთ, მაგრამ ვცდილობთ, ეს შორეულ პერსპექტივაში არ გადავდოთო“- თენგიზ შარმანაშვილი
- ,,რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ"- გიორგი შარაშიძე
- ნალექი და ქარი-17 ივლისამდე წვიმიანი ამინდი იქნება
