14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს ცოტაოდენი უნდა დაისვენოთ, რადგან ძალების აღდგენისთვის აუცილებელია. მთლიანად სამუშაოდან მოწყვეტას არ გირჩევთ, უბრალოდ მარტივი საქმე გააკეთეთ, რომელსაც დახუჭული თვალებითაც კი შეძლებთ. ახლობლებთან არ იქნება მარტივი - ნებისმიერ რაღაცაზე შეიძლება იკამათოთ. შეეცადეთ მოძებნოთ საერთო ინტერესები და მკაცრად ნუ განსჯით ყველაფერს - ეს შეგინარჩუნებთ ოჯახში სიმშვიდეს.

კურო

დღეს ერთ ადგილზე ყოფნა არ შეიძლება, აუცილებლად მოკიდეთ ხელი საქმეს, რათა ცხოვრება გაიუმჯობესოთ. მითუმეტეს, როცა დღეს ამის კარგი შანსი გაქვთ. იყავით აქტიური როგორც პირადში, ასევე საქმიან ცხოვრებაში. დაუჯერეთ თქვენს შინაგან ხმას. საღამო კარგი დროა იმისათვის, რომ შეიკრიბოთ მეგობრები და ახლობლები.

ტყუპები

დღეს დიდი საქმეების დღეა. თქვენ ყველა ამოცანას გაართმევთ თავს და ამას ყველა დაინახავს - უფროსობა ამას დააფასებს. წარმატება იქნება თქვენი მეგობარი ამ დღს, ასე რომ გაგიმართლებთ არამხოლოდ კარიერაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც - შეხვდებით საჭირო ხალხს. ფულს რაც შეეხება - იყავით ფრთხილად, სჯობს არ მოკიდოთ ხელი, არც კი ისაუბროთ მასზე.

კირჩხიბი

დღეს რთული კითხვების დღეა. სანამ ამას გააკეთებთ, სჯობს გაიგოთ, რომ მზად ხართ თუ არა ამის მოსასმენად. ყურადღება მიაქციეთ ნიუანსებს. დღეს ისინი მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. მთლიან სურათს ჯერ მაინც ნუ ენდობით - ისეთი არ არის, როგორც თქვე გინდათ, ამიტომაც შეიძლება სახტად დაგტოვოთ. შეიძლება, რომ ირგვლივ მყოფებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. უარი არ თქვათ - ეს კეთილი საქმე კარმას გაგიძლიერებთ.

ლომი

დღეს გექნებათ სუპერ განწყობა, რომელიც დაუფიქრებელ საქციელს ჩაგადენინებთ. ეცადეთ გააკონტროლოთ ქმედებები, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები. ვიღაც კარგ შემოთავაზებას გიკეთებთ, მაგრამ მაინც ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. თქვენ ბევრი საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ, მაგრამ მაინც გადაჭრით, თუ ნიუანსებს დაუთმობთ ყურადღებას.

ქალწული

დღეს არის ოჯახის დღე. ეცადეთ, რომ ნაკლები იმუშაოთ, თუ გექნებათ ამის შესაძლებლობა - დღეს ჯობია მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ყოფნა. მათ თქვენთან გატარებული დრო ენატრებათ. დღეს თქვენ ყველასთან წარმატებული მოლაპარაკებები გექნებათ. ამიტომაც, გაარეკლამეთ თქვენი იდეები და ბევრს მოუნდება თქვენი მხარდაჭერა. ვიღაცეები მაცდურ წინადადებას შემოგთავაზებენ - აუცილებლად დათანხმდით, ეს შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

სასწორი

დღეს სჯობს ადრე ადგეთ - დილა იქნება ყველაზე ნაყოფიერი. ამიტომაც შეეჭიდეთ ყველაზე რთულ საქმეებს სანამ მზე ამოვა. იყავით მეგობრული თქვენი კონკურენტების მიმართაც კი - ამ დღეს თქვენ გექნებათ შანსი გახადოთ ისინი დამხმარეები და მეგობრები. საღამოს შეიძლება საინტერესო შეხვედრების მოწყობა, ამიტომაც არ აირიდოთ ახალი ნაცნობობა - ზოგი მათგანი შეიძლება ძალიან ახლო ადამიანი გახდეს.

მორიელი

დღეს თქვენი ტვინი მუშაობს ძალიან ბევრს და ამოცანებს მარტივად წყვეტთ. ამიტომაც სჯობს, რომ დაეუფლოთ რაიმე ახალს და საინტერესოს. სამსახურშიც გაგიმართლებთ - თქვენს საქმეებს ისე კარგად დაალაგებთ, რომ არამხოლოდ კოლეგების, არამედ უფროსების გულსაც მოიგებთ. შეიძლება უფროსი თქვენს დაწინაურებაზეც დაფიქრდეს. საღამოს საქმიანი ვახშამი გამართეთ და ახლო მეგობრები დაპატიჟეთ.

მშვილდოსანი

დღეს დაძაბული დღე გელით, მაგრამ არ ინერვიულოთ, ნებისმიერ პრობლემას წარმატებით გადაჭრით, მითუმეტეს თუ ახლობლები დაგეხმარებიან. ისინი ფსიქოლოგიურად გაგაძლიერებენ. არ შეეჭიდოთ მოლაპარაკებებს - თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ აჩვენებთ. ამიტომაც სჯობს, რომ აუცილებელი დიალოგები გადადოთ ხვალისათვის. დრო მოვიდა იყიდოთ ის, რაც დიდი ხანი გინდოდათ - გაახარეთ საკუთარი თავი საჩუქრით.

თხის რქა

დღეს თქვენ ყველაფერში გამარჯვებული იქნებით. ამიტომაც ახალი ამოცანები და მისი ლოგიკური დასასრული აუცილებლად დღესვე უნდა მოხდეს. დახმარება შეიძლება მოვიდეს იქიდან, საიდანც საერთოდ არ ელოდებით - არ თქვათ უარი მასზე, რადგან ეს დაგეხმარებათ. სამსახურში ყველაფერი იდეალურადაა - მოხიბლავთ უფროსობას. შეიძლება, რომ უფროსმა თქვენი დაწინაურებაც გადაწყვიტოს.

მერწყული

დღეს საუკეთესო დღეა, რომ დაიწყოთ ის, რაზეც დიდი ხანი ფიქრობდით - ეს გამოგივათ. მითუმეტეს, რომ თქვენი ახლობლები გვერდში დაგიდგებიან და ყველაფერი მოგვარდება. შეიძლება პირველად არ გამოვიდეს, მაგრამ არ დანებდეთ - საბოლოოდ მიხვდებით, თუ როგორ გადაწყვიტოთ პრობლემა. კარგი დროა შენაძენებისთვის - იყიდეთ ახალი ნივთები.

თევზები

დღეს თქვენი დიპლომატიურობა შედეგს გამოიღებს - საქმიანი მოლაპარაკებები თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. არ არის გასაკვირი, რომ კონკურენტები ამ დღეს გახდნენ თქვენი მეგობრები - რადგან დღეს თქვენ ბრწყინავთ. იქნება ცოტაოდენი უთანხმოებაც, მაგრამ ეს ვერ გაგიფუჭებთ დღეს - აუცილებლად ყველაფერს მარტივად მოაგვარებთ. სირთულეებს შეეჭიდეთ - ყველაფერი გამოგივათ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
წაკითხვა 78 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 14 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.