აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფო დაცული უნდა იყოს. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო მოწოდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლა გაგრძელდება.
ღამით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის რამდენიმე რეგიონში. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა რამდენიმე მიმართულებით განახორციელა თავდასხმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო სივრცის გაძლიერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მზადყოფნაშია NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები.
მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, მან 7-დან 4 რეკომენდაცია შეასრულა. ამის შესახებ ევროკომისიის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ხელში აღმოჩნდა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინისათვის ოქტომბრის თვე იღბლიანი გამოდგა“ (ავტორი - ლი ჰოკსთეიდერი, პოლიტიკური მიმომხილველი). უკრაინის კონტრშეტევა ფაქტობრივად წარუმატებელი აღმოჩნდა. სლოვაკეთის ხელისუფლებაში პრორუსული ძალები მოვიდნენ, ხოლო ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა ომის გამო აშშ-ის ყურადღება უკრაინიდან ისრაელზე გადაერთო. ეს ყველაფერი წყალს პუტინის წისქვილზე ასხამს, - აღნიშნულია სტატიაში.