"გავაგრძელებთ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მთელი ძალით, გამარჯვებამდე" - ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო მოწოდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლა გაგრძელდება.
„მთელი ძალით, ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებამდე. "ჰამასმა“ დაკარგა კონტროლი ღაზის სექტორზე. მას არ აქვს დასამალი უსაფრთხო ადგილი. „ჰამასის“ ყველა წევრი სიკვდილისთვისაა განწირული. ჩვენი ძალები ურტყამს მათ მიწის ზემოთ და მიწის ქვეშ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, პალესტინის ხელისუფლებამ, რომელიც ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ნაწილობრივ მართავს, ომის შემდეგ ღაზა მართოს, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ღაზაში იქნება უსაფრთხოების სრული კონტროლი და ისრაელის თავდაცვის ძალები შეძლებენ მის ტერიტორიაზე შევიდნენ მაშინ, როდესაც მოესურვებათ იმ მიზნით, რომ დახოცონ ტერორისტები, თუკი ისინი ხელახლა გამოჩნდებიან.
"მე შემიძლია გითხრათ, რაც არ იქნება - არ იქნება „ჰამასი“. უფრო მეტიც, იქ არ იქნება სამოქალაქო ხელისუფლება, რომელიც ასწავლის თავის შვილებს ისრაელის სიძულვილს, ისრაელელების დახოცვას, ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას. სხვა რამ იქნება საჭირო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი უსაფრთხოების კონტროლით", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
