პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
პაკისტანსა და პაკისტანის მიერ მართულ ქაშმირში წყალდიდობებმა და მეწყრებმა ნგრევა და სიკვდილი გამოიწვია. ამჟამად დადასტურებულია 307 ადამიანის დაღუპვა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.
ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, პაკისტანში 26 ივნისიდან ჩვეულებრივზე მეტი წვიმა მოდის, რასაც ექსპერტები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. მთავრობის სინოპტიკოსების თქმით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც რამდენიმე ტერიტორია კატასტროფის ზონად გამოცხადდა, ძლიერი წვიმები 21 აგვისტომდეა მოსალოდნელი.
„ასოშიეიტედ პრესის“ ავრცელებს თვითმხილველთა მონათხრობს, რომლის მიხედვითაც, ადიდებულ წყალს თან უზარმაზარი ლოდები მოჰქონდა, რომლებმაც რამდენიმე წუთში მიწასთან გაასწორა ათობით სახლი.
ივლისში პენჯაბში, სადაც პაკისტანის 255 მილიონი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს, შარშანდელთან შედარებით 73%-ით მეტი ნალექი და წინა მუსონებთან შედარებით მეტი სიკვდილიანობა დაფიქსირდა.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
