October 5, 2024

დეკემბერი 09 2019 წაკითხვა 1541 ჯერ

საახალწლო სუფრის მომზადება, ერთი შეხედვით, ბევრ ფიქრს არ საჭიროებს.
ყველა ოჯახს თავისი ტრადიციული საახალწლო კერძები აქვს, ბევრი მათგანი ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია და ყველა ოჯახის მაგიდას ამშვენებს.

მიუხედავად ამისა, ახალბედა გამოუცდელი დიასახლისისთვის მაინც რთულია საახალწლო სუფრის აუცილებელი კერძების სიის დამოუკიდებლად შედგენა. ზოგიერთი კი ცდილობს, რომ ტრადიციულთან ერთად სიახლე შეიტანოს და გაამრავალფეროვნოს საკუთარი ოჯახის საზეიმო მაგიდა. ეს სტატია სწორედ მათთვისაა, ვინც ახლა აწყობს საახალწლო კულინარიულ გეგმებს. 

ტრადიციული კერძების ვრცელი სია კი ასეთია:

1. საცივი

2. ტოლმა

3. ბაჟე

4. ღომი

5. ხაჭაპური

6. ფხალეული

7. აფხაზურა

8. კუპატი

9. ჩურჩხელა

10. ფელამუში

11. გოზინაყი

12. შემწვარი გოჭის ხორცი

ამ გრძელ სიაში შესაძლოა, რამე გამომრჩა და თუ თქვენ ამას შეამჩნევთ, აქვე დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად ჩავამატებ. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი რეცეპტები, ნამდვილად კარგ გიდობას გაგიწევთ საახალწლო სუფრის მომზადების დროს.

შემდეგი პუნქტი ეთმობა სალათებს. სალათები ქართულ ტრადიცულ კერძებში ნაკლებად გვხვდება, თუმცა ძალიან ბევრი სალათაა, რომელიც უკვე ტრადიციულად იქცა თითოეული ჩვენგანისთვის. ეს კერძები საახალწლო სუფრასაც ამაყად დაამშვენებენ.

საახალწლო სალათები:

1. სალათა შუბა

2. სალათა ოლივიე

3. ქათმის სალათა

4. სალათა ცეზარი

5. ვინეგრეტის სალათი


https://kulinaria.ge

დეკემბერი 08 2019 წაკითხვა 987 ჯერ
რეცეპტის ინგრედიენტები:
დეკემბერი 07 2019 წაკითხვა 1054 ჯერ

აუცილებლად გაითვალისწინეთ ზოდიაქოს ეს ნიშნები და მათი მეგობრული თვისებები, თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში მეგობრები ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდებიან. არ აქვს მნიშვნელობა როგორები არიან სხვები, მეგობრობა ორ ადამიანს შორის მყარი კავშირია, სწორედ ამიტომ, ეცადეთ თავად იყოთ თქვენთვის სასურველი მეგობრის საუკეთესო ვერსია.

დეკემბერი 07 2019 წაკითხვა 817 ჯერ

რეცეპტის ინგრედიენტები
24 ცალი ორეოს ორცხობილა
170 გრამი მომწარო შოკოლადი
1 ჭიქა სქელი ნაღები
4 ს/კ გამდნარი კარაქი
170 გრამი რძიანი შოკოლადი
1/4 ჭიქა დაჭრილი კარაქი

რეცეპტის მომზადების საფეხურები

ქერქის გასაკეთებლად: ორეოს ორცხობილები ფხვიერი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. გადაიტანეთ საშუალო თასში, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კარგად შეურიეთ. მიღებული ნაზავი 23 სმ ზომის ტარტის ლანგრის ძირზე და კიდეებზე კარგად დაპრესეთ. შედგით მაცივარში 30 წუთით, ან შოკოლადის განაშის მომზადებამდე.შოკოლადის შიგთავსის მოსამზადებლად: საშუალო ზომის ცეცხლგამძლე თასში მოათავსეთ პატარებად დაჭრილი მომწარო და რძიანი შოკოლადი. პატარა ქვაბში საშუალო ტემპერატურაზე აადუღეთ ნაღები და კარაქი. გადმოდგით ცეცხლიდან და მოასხით შოკოლადს. გააჩერეთ 1 წუთით. კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. (თუ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება, შეგიძლიათ, გაზქურაზე მდუღარე წყლით სავსე ქვაბზე ჯამით შემოდგათ და გადნობამდე ურიოთ). მიღებული ნაზავი მოასხით ორეოს ქერქს და მაცივარში გამყარებამდე, სულ მცირე 4 საათით შედგით. უმჯობესია თუ 6 საათით გააჩერებთ.ტარტი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 4 დღის განმავლობაში.

https://kulinaria.ge

დეკემბერი 06 2019 წაკითხვა 1144 ჯერ
რეცეპტის ინგრედიენტები
3   კბილი დაკეპილი ნიორი
1/2 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
1 ცალი კვერცხი
მარილი
450 გრამი საქონლის ხორცის ფარში
225 გრამი სპაგეტი
3ჭიქა მარინარას სოუსი
1 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
1/2 ჭიქა ორცხობილას საფანელი
1 თავი დაჭრილი ხახვი
11/2 ჩ/კ იტალიური სანელებლები
ახლად დაფქული შავი პილპილი
ზეითუნის ზეთი
3 ჭიქა ბულიონი
2 ჭიქა წყალი

რეცეპტის მომზადების საფეხურები
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. საცხობ ლანაგრს დააფინეთ პერგამენტი. დიდ თასში მოათავსეთ დაკეპილი ნიორი, საფანელი, ოხრახუში, ხახვი, კვერცხი, ½ ჭიქა გახეხილი ყველი, 1 ჩ/კ იტალიური სანელებლები, 1 ჩ/კ მარილი და ½ ჩ/კ შავი პილპილი. კარგად აურიეთ და დაუმატეთ ფარში. ყველა ინგრედიენტი ხელით კარგად შეურიეთ. გააკეთეთ პატარ–პატარა ბურთულები (2–3 სმ) და გამზადებულ ლაგარზე ერთ ფენად მოალაგეთ. მოასხურეთ ზეითუნის ზეთი და აცხვეთ 20 წუთით.
დიდ ქვაბში მოათავსეთ ბულიონი, მარინარას სოუსი და წყალი. დაუმატეთ მარილი, პილპილი და ½ ჩ/კ იტალიური სანელებლები. აადუღეთ საშუალო ტემპერატურაზე. შეურიეთ შუაზე დატეხილი სპაგეტი და გუფთა. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10–12 წუთით, სპაგეტის მოხარშამდე. შეურიეთ ½ ჭიქა გახეხილი პარმეზანი.
მორთეთ რეჰანით და ცოტაოდენი პარმეზანით. გემრიელად მიირთვით.

https://kulinaria.ge

 
დეკემბერი 05 2019 წაკითხვა 1203 ჯერ

– გამხმარია, ხმელია ის საზოგდოება, რომელთა წევრებიც მონურად, ყეყეჩ-ჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვარსთ თავისუფლება, – ამბობდა ვაჟა ფშაველა და ძნელია, მას ამაში არ დაეთანხმო:

გვერდი 112 სულ 156
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.