"ქართველ ქალებში არის უზარმაზარი პოტენციალი შეცვალონ საკუთარი რეალობა, ქვეყანა და ქალაქები, დაეხმარონ ხალხს განვითარებაში"
ქუთაისში, ორგანიზაცია ,,ქალები სამართლიანობისა და სოლიდარობისთვის’’ ინიციატივით, ლიდერ ქალთა განვითარების შესახებ, სამდღიანი ვორკშოპი ჩატარდა.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო. ვორკშოპს პოლონეთიდან მოწვეული ტრენერი, ვოიტეკ ვტორკოვსკი უძღვებოდა. მისი თქმით, ქალთა განვითარებისთვის საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობა და ახალ-ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა საჭირო.
,,ჩვენი ვორკშოპი ფოკუსირებულია ქალ ლიდერებზე. ვცდილობთ შევიცნოთ საკუთარი თავი სიღრმისეულად, გავაცნობიეროთ სად ვიმყოფებით და როგორ შეიძლება გადავინაცვლოთ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. ჩვენ სამყაროს კი არ ვცვლით, ვცდილობთ ჩვენ შევიცვალოთ. ეს ძალასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. როცა გრძნობ, რომ ნაცრისფერი ადამიანი ხარ და მაქსიმალურად ცდილობ შეიცვალო, შემდეგ ამ ყველაფერს სხვასაც გადასდებ. ქართველი ქალები ძალიან აქტიურები არიან. ვფიქრობ, მათში არის უზარმაზარი პოტენციალი შეცვალონ საკუთარი რეალობა, ქვეყანა და ქალაქები, დაეხმარონ ხალხს განვითარებაში. მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ქალია. რაც შეეხება განსხვავებას პოლონელ და ქართველ ქალებს შორის, ზოგჯერ მეჩვენება, რომ ქართველი ქალები უფრო ახლოს არიან ცხოვრებასთან, ვიდრე პოლონელები, თუმცა მაინც დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან,’’-აღნიშნა Firstnews.ge- თან საუბარში ვოიტეკ ვტორკოვსკიმ.
ორგანიზაცია ,,ქალები სამათლიანობისა და სოლიდარობისთვის თავმჯდომარისა და შეხვედრების ორგანიზატორის, ირმა პეტრიაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის ვორკშოპები მომავალშიც გაგრძელდება.
,,ლიდერ ქალთა განვითარებასა და ხელშეწყობაზე აქცენტები კეთდება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია ქალბატონების ჩართვა სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. მიმაჩნია, რომ ქალებს მეტი მოტივაცია სჭირდებათ, საჭიროა განათლება და მიზანდასახულობა. ჩვენი ვორქშოფი ქალბატონებს დაეხმარება აღმოაჩინონ ახალ-ახალი შესაძლებლობები საკუთარ თავში. გავეცანით თანამედროვე მიდგომებს, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. ვისაუბრეთ როგორ შეიძლება გავააქტიუროთ ჩვენ ირგვლივ მყოფი ქალბატონები. აუდიტორია სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან შედგება, აქ არიან: პედაგოგები, ექიმები, ხელოვანი ადამიანები, მედიის წარმომადგენლები- საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტი მოვიცავით. ვფიქრობთ, კიდევ ჩავატაროთ ტრენინგები, რათა დავეხმაროთ ქალბატონებს პროფესიულ ზრდაში,’’-განმარტა Firstnews.ge-თან საუბარში ირმა პეტრიაშვილმა.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი