როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-5 დეკემბრს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 6-7 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

 

აღმოსავლეთ საქართველოში 3 დეკემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 4-7 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.

 

ქ. თბილისში 3 დეკემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 4-7 დეკემბერს კი შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემერატურა 12, +14 გრადუსი იქნება.

წაკითხვა 7359 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 03 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.