ცნობილი პოლიტიკოსის სიკვდილი ლელა კაკულიას ჩანაწერებში
ცნობილი ნათელმხილველის, - ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე, პოლიტიკოსების გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც, უცვლელად გთავაზობთ:
"მეგობრებო, უპირველესად, გვსურს მადლობა გადავუხადოთ იმ მკითხველებს, რომლებიც თავად გვახსენებენ ხოლმე ქალბატონი ლელას ამა თუ იმ წინასწარმეტყველების ასრულების ფაქტს; იმ წინასწარმეტყველებებისა, რომლებიც წარსულში აქვთ ამოკითხული გაზეთებსა თუ წიგნებში, ან სატელევიზიო გადაცემებსა თუ ჩვენს ვიდეორგოლებში უნახავთ.
ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მას შემდეგ, რაც ბატონ ნიკა რურუას გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, საიტის ადმინისტრაციამ არაერთი შეტყობინება მიიღო, რომლებშიც მკითხველები „ცნობილი პოლიტიკოსის“ სიკვდილის შესახებ წინასწარმეტყველებებს იხსენებდნენ.
შესაბამისად, გთავაზობთ რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც სწორედ ამ თემას შეეხება.
2002 წელი, 6 მაისი, გიორგობა, ღამის 12. საათი.
ვხედავ უცნობ სახეებს. ეს ახალი ხალხია, ახალი სახეებია. ვხედავ, ძველ პარლამენტარებს სურთ დაბრუნება საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ერთეულები ხვდებიან იქ. ეს პროცესები უმტკივნეულოდ არ ჩაივლის, იქნება ქაოსი და არეულობები. ბევრი ინფარქტით გარდაიცვლება, ღრმა, ნერვულ დეპრესიებში ჩაცვივდებიან და რა იქნება მათი საშველი? ღმერთი ბევრისათვის ყურს მოიყრუებს და არ იქნება მათთან!
2012 წელი, 21 მარტი, თბილისი.
ვხედავ, მომავალში მთავრობაში იქნება დიდი ცვლილებები და ასევე პიროვნების სიკვდილი. იგი მთავრობის წარმომადგენელია.
2008 წელი, 29 დეკემბერი, ურეკი.
სამწუხაროდ, ვხედავ, მომავალში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გარდაიცვლება!
2010 წელი, 30 მარტი, თბილისი.
ვხედავ პოლიტიკოსის სიკვდილს! მას კიდევ ორი პოლიტიკოსი მიჰყვება. მინდა განვაცხადო, რომ ისინი არავის მოუკლავს, საკუთარი სიკვდილით არიან დაღუპულები. არის რაღაც მცდელობები, მაგრამ არაფერი მტკიცდება.
2010 წელი, 4 ივნისი, თბილისი.
ვხედავ საქართველოში ორი პოლიტიკოსის სიკვდილს. ძალიან დიდი ცვლილებები იქნება მთავრობასა და პარლამენტშიც, მოდის ცვლა, რომელიც საქართველოს გააკვირვებს. თუმცა ეს ცვლა მცირე დროით განისაზღვრება, ამ მოკლე პერიოდში ბევრი რამ მოხდება, ვხედავ, საქართველოს სასარგებლოდ.
2011 წელი, 13 მარტი.
ვხედავ ცნობილი პოლიტიკოსის სიკვდილს. ყველა გაოგნდება. თუმცა იქნება არა ერთი, არამედ რამდენიმე პოლიტიკოსის სიკვდილი. რასაც ვხედავ, მეც მიკვირს!
2015 წელი, 10 სექტებერი, თბილისი.
ვხედავ პოლიტიკოსის სიკვდილს. ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა, თორემ არ დავინახავდი. სხვათა შორის, დაისმება კითხვა: ბუნებრივია ეს სიკვდილი, თუ მოწყობილი? მე კი ვხედავ და ვიცი პასუხი, მაგრამ თავს შევიკავებ გამოქვეყნებისგან..."
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"