განმუხურში ბიზნესმენი მოკლეს
რამდენიმე საათის წინ განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს.
მას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
ვახანია განმუხურში საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით დაესხა თავს ნაცნობი პირი დაესხა. ვახანიამ მას კარი საკუთარი ხელით გაუღო.
მოკლულის ცხედარი, მისივე კუთვნილი, მშენებარე სასტუმროს ტერიტორიაზე მუშამ იპოვა.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ინტენსიური დაკითხვები. მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული უკვე ინდეტიფიცირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ბიზნესწილებზე დავას უკავშირდება.
ვლადიმერ ვახანია ბიზნესსაქმიანობას, ძირითადად, რუსეთში ეწეოდა. ის 2009 წელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს. ვახანია წარსულში ზუგდიდის მერის არჩევნებშიც მონაწილეობდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
სიახლეები
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
- "რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე" - გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე
- კარბონარა
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
