ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა
ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა.
ინფორმაცია სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაადასტურეს.
ექიმ ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„კლინიკაში მოყვანილი იყო ახალგაზრდა ბიჭი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, მკურნალობაც, მაგრამ ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო, დღეს, დილის 05:00 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - განაცხადა ექიმმა.
ახალგაზრდა ბიჭი, ვერაზე, გუშინ დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
სიახლეები
- გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს
- რუსეთში „მტრის დრონებთან“ საბრძოლველად რეზერვისტებს აგროვებენ
- ტენერიფეს კუნძულზე ძლიერი შტორმის შედეგად ტურისტები დაიღუპნენ
- 2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- “ევროპა აღარ მალავს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე რეალურია, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, იარაღის მიწოდება საკმაოდ პრობლემატური გახდა” – ვოლსკი
