ეს მე ძალიან მაკვირვებს - რა უპასუხა ლიზა იასკომ სანდრა რულოვსთან დაკავშირებულ კითხვას
მიხეილ სააკაშვილი მეგობარმა ქალმა უკრაინის რადას დეპუტატმა და ლიზა იასკომ DW-სთან ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სააკაშვილი ის ციხეში პარასკევს, 8 ოქტომბერს ნახა. ძირითადად კი ისინი ადვოკატების მეშვეობით კონტაქტობენ. იასკოს თქმით, კამერაში მხოლოდ სახალხო დამცველს უშვებენ.
DW სააკაშვილისა და იასკოს პირადი ცხოვრებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ მედიაში ყოფილი პრეზიდენტისა და სანდრა რულოვსის დაშორების შესახებ ინფორმაციას არ ვრცელდებოდა.
"უმეტესად კონსერვატიულ საქართველოს კრიტიკული რეაქცია ჰქონდა, როდესაც თქვენი ურთიერთობების შესახებ შეიტყო", - მიმართავს იასკოს ჟურნალისტი, რაზეც ის პასუხობს, რო ძალიან გაკვირვებულია.
"ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ ახლა პირადი ურთიერთობების საკითხი დგას. ახლა ჩვენ მხოლოდ ერთზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გავათავისუფლოთ ის ციხიდან და გავაკეთოთ ისე, რომ საქართველოს მომავალი ჰქონდეს. რაც შეეხება პირადს, ჩვენ ვთქვით, რომ ერთად ვართ. ვთქვით იმის შესახებ, რომ მე, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი, როგორც მისთვის ახლობელი ადამიანი, მას მხარს ვუჭერ", - განაცხადა იასკომ.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოში სანდრა რულოვსი, როგორც პირველი ლედი, ძალიან უყვარდათ და იკითხა, როგორ დახვდნენ იქ იასკოს.
"მე ბევრი ჟურნალისტი მხვდება, ამ სიტუაციაში ეს რთულია. ყურადღება ახლა მიხეილზე უნდა იყოს ფოკუსირებული. მე მისი მდგომარეობის შესახებ მეკითხებოდნენ", - აღნიშნა იასკომ.
1-ელ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში თავის პარტნიორთან, უკრაინელ ლიზა იასკოსთან ერთად ჩაწერილი ვიდეო გაავრცელა და განაცხადა, რომ ისინი ახალ ცხოვრებას იწყებენ და ოჯახს ქმნიან.
სიახლეები
- “საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
- “ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის
- ეკვადორის შვიდ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს